Just another WordPress site

ნონა გოგლიჩაძე პერსონა 2018 ის ტიტულს ბიზნესის განვითარებისთვის მიიღებს

0 15,827

ქალბატონი ნონა გოგლიჩაძე ძლიერი, პროფესიონალი და წარმატებული ქალი გახლავთ, მისთვის მთავარ პრიორიტეტს ოჯახი წარმოადგენს. თუმცა იგი სოციალურად აქტიურიც გახლავთ. ქალბატონი ნონა მსოფლიოში აღიარებულ ბრენდ უბერს ხელმძღვანელობს საქართველოში, ბრენდს , რომელსაც მიღებული აქვს უამრავი აღიარება და ფლობს ხარისხის ნიშანს. უბერი აერთიანებს კოსმეტიკურ, ჰიგიენურ და სალონურ პროდუქციებს სრულ სპექტრს. დღეს საქართველოში უბერის პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს რაც ქალბატონ ნონა გოგლიჩაძის დამსახურებაა. ქალბატონი ნონა გოგლიჩიძე საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონაზე გახლდათ  წარდგენილი ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. რის შემდგომაც პროექტის საბჭომ ხმათა უმრავლესობით დაადასტურა მისი წარდგენა და ამა წლის 22 დეკემბერს სპეციალურ ცერემონიალზე პერსონა 2018 ის ტიტული გადაეცემა.

ქალბატონო ნონა რთულია ქალისთვის ბიზნესის კეთება? როგორ ათავსებთ ერთმანეთთთან ოჯახს და ბიზნეს?

ქალისთვის ბიზნესის კეთება არც თუ ისე მატივია ოჯახის და ბიზნესის შეთავსება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მგონი მე ეს შევძელი. ეს უფრო ჩემს ოჯახის წევრების დამსახურებაა. ისინი ძალიან მიწყობენ ხელს ხელს ბიზნესის წარმოებაში. სიმართლე გითხრათ ოჯახისთვის დრო ცოტა მრჩება , თუმცა ვცდილობ დრო ჯეროვნად გადავანაწილო და ოჯახსაც მივხედო.

თქვენ ხელმძღვანელობთ საქართველოში მსოფლიოში ცნობილ ბრენდს უბერს… მოგვიყევით ამ ბრენდის შესახებ?

უბერი მსოფლიო ბაზარის ლიდერია უბერის პროდუქციას შეხვდებთ დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ავსტრალიაში და ახლა უკვე საქართველოშიც, უბერს გააჩნია როგორც სააფთიაქო ასევე სახლის პირობებში გამოსაყენებელი პროდუქცია. იგი კოსმეტიკურ ბრენდებს შორის ერთ ერთი ლიდერია. უბერი აწარმოებს კოსმეტიკურ და ჰიგიენური სპექტრის პროდუქციას, რომელსაც გავლილი აქვს ფარმაკოლოგიური შემოწმება.
პროდუქცია ფლობს ISO 9001 2018 წლის სერთიფიქატს.

როგორ ფიქრობთ რა სჭირდება ბიზნეს წარმატებისთვის?

ბიზნესის წარმატებისთვის საჭიროა კარგი მარკეტინგი და კარგი პიარ კამპანია. უნდა იყო მოტივირებული. იზრუნო განვითარებისთვის. ზოგჯერ რისკიც აუცილებელია. სწორედ უნდა გათვალო    დროის მენეჯმენტი და იზრუნო წარმატებისთვის.

ვინ გეხმარებათ ბიზნესის კეთებაში საქართველოში?

ბიზნესისი კეთებაში მეხმარება ჩემი ოჯახი, შვილები  რომელიც რთულ პერიოდშიც მამხნევებს და გვერდით მიდგას, დიდი მადლობა მათ ამისთვის. რომ არა ისინი ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს მოდი სიურპრიზად დავტოვებ.

Leave A Reply

Your email address will not be published.