Just another WordPress site

ნოე სულაბერიძე პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

0 23,808

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა” უკვე 5 წელს ითვლის და ამ ხნის მანძილზე პროექტმა ნდობასთან ერთად აღიარებაც მოიპოვა. პროექტის მიზანი იმ ადამიანების გამოვლენა და დაჯილდოება გახლავთ, რომლებიც სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის წვლილი მიუძღვით. ბორდი,  რომელიც ყოველ წლიურად 50 წარმატებულ ადამიანს ირჩევს ცერემონიის ორგანიზატორებისგან დამოუკიდებლად მუშაობს და უკვე გამოვლენილი წარმატებული ადამიანების ტოპ ორმოცდაათეულს აწვდის მათ. პროექტის ორგანიზატორი 2013 წლიდან ორგანიზაცია ქართული განათლება გახლავთ, ხოლო მისი ოფიციალური პარტნიორები  ორგანიზაცია ქართული გვარები და ჟურნალი თქვენუ სახე არიანგახლავთ. პროექტის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიას წარმატებული უცხოელი ადამიანებიც სტუმრობენ, მაგალითისთვის ალბათ საკმარისი გახლავთ ამერიკელი ჯაზისა და სოულის ცნობილი შემსრულებელი ჯული მასინო, რომელზეც ტელეკომპანია ბიბისიმ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.  პერსონას ტიტული მედიკოსებს, განმანათლებლებს, კულტურის, სამოქალაქო, ბიზნეს და მედიის წარმომადგენლებს ენიჭებათ. პერსონა 2018 – ს  მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რამოდენიმე ჟურნალისტი და პროდიუსერი მიიღებს მათ შორის გახლავთ ყველა დროის უპირებოდ რეიტინგული მეგა შოუების პროდიუსერი ნოე სულაბერიძე. დაჯილდოების ცერემონიის წარდგენის ღონისძიება 30 სექტემბერს , ხოლო დაჯილდოების ცერემონია კი წლის ბოლოს 22 დეკემბერს გაიმართება. 

ქართულ სატელევიზიო ბაზარზე გადაცემა პრაიმშოუ , რომელიც ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში  გადის რეიტინგების ლიდერია. გადაცემის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გახლავთ, პროდიუსერი , რომლის პროდაქშენით ყველა პროექტი ყოველთვის ლიდერია. ნოე სულაბერიძის განცხადებით მისთვის ეს გადაცემა იყო გამოწვევა, რომელმაც გაამართლა და დღეს ამას უკვე რეიტინგიც ამტკიცებს – ამ მონაცემებით, სატელევიზიო სივრცეში „პრაიმშოუ“ ოთხშაბათის ლიდერია. სწორედ ამიტომ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2018 ის ბორდის გადაწყვეტილებით ნოე სულაბერიძე პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

 

ნოე სულაბერიძე: ,,პრაიმშოუმდე“ რა იყო, ამაზე საუბარს არ დავიწყებ, რადგან ახალს ვერაფერს ვიტყვი. განვლილმა პროექტებმა და მეგა შოუებმა თავის სათქმელი თქვა. სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა თოქ-შოუს ფორმატის გადაცემის გაკეთება, მაგრამ ამის დრო არასდროს მქონდა. „პრაიმშოუს“ ფორმატი ის ველი იყო, რომელიც ჩვენს გუნდს ათვისებული არ გვქონდა. ეს გამოწვევა ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო იყო, მით უმეტს, სატელევიზიო სივრცეში ცვლილებების პერიოდში. ეს ის გამოწვევაა, რომელიც მივიღეთ და წარმატებით დავძლიეთ. ჩვენი გუნდისთვის მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობის შეგრძნება მთავარი პუნქტია. მიუხედავად იმისა, რომ სულ მესამე სეზონია, რაც „პრაიმშოუ“ ეთერში გადის და უკვე უამრავი ადამიანი გვიყურებს, ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, რომელიც მაყურებელმა დაგვაკისრა.

Leave A Reply

Your email address will not be published.