Just another WordPress site

ნინო მიქიაშვილი : წამლების დალევა შევწყვიტე და ავურიე

0 244

ჟურნალისტი და უფლება დამცველი ნინო მიქიაშვილი ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს სადაც ის ბოლო დროს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ნინო მიქიაშვილი: ამდენი დრო და ყურადრება ჩემთვის მაშინ არ დაუთმიათ, საყდრისის დაცვას, რომ ვცდილობდი. აპრილიდან მოყოლებული, რაც მე ბნელ ხევთან მიმართებაში აქტიურობა დავიწყე, აქ ფეისბუქსივრცეში სპეციალური გვერდები შექმნილა, ფოტოკოლაჟები დაუდიათ; ვიდეოკადრებიდან ფოტოები ამოუჭრიათ და გამოუქვეყნებიათ. არაერთი ასეთი გვერდია. პერმანენტულად წერენ პოსტებს, რომ ვარ “ნაცმოძრაობის” ნომრიანი აგენტი; საყდრისში ავიღე ფული, გავმდიდრდი და ახლა ბნელი ხევის საკითხში ვაპირებ სარფიანად ხელის მოთბობას; წამლების დალევა შევწყვიტე და ავურიე; ვარ მახინჯი, ეშმაკის გამოსახულებით; ქალი ვარ თუ კაცი, ამის გარკვევა რთულია. მთლად ყველაფრი ვერ და არ წავიკითხე, სიღრმეებში არ წავსულვარ, შესაძლებელია უარესსაც წერენ. ლინკებს და ფოტოკოლაჟებს შეგნებულად არ ვაქვეყნებ. თუ ვინმეს გაინტერსებთ, დაარქივებული მაქვს ყველაფერი, პირადში მომწერეთ და გამოგიზგავნით

Leave A Reply

Your email address will not be published.