Just another WordPress site

ნანა ჯიქია: ენერგიას, რომელსაც ვიღებ ოჯახში, ვხარჯავ საქმეში – ნანა ჯიქია პერსონას ტიტულს განათლების განვითარებისთვის მიიღებს

0 4,454

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი პროფესორი ნანა ჯიქია გახლავთ, ეს ქალბატონი პროფესიონალიზმთან ერთად კეთილშობილებითაც გამოირჩევა. პირველი წარმატება ადრეულ ასაკში ეწვია,  ჯერ  იყო მეცნიერებათა კანდიდატი, უკვე  შემდგომ  27 წლის ასაკში დოცენტი. და მერე კი  ასოცირებული პროფესორი და შემდგომ სრული პროფესორი. როდესაც  მას პროფესორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, რომელიც დაუღალავი შრომისა და უწყვეტი განათლების შედეგი გახლდათ. მას მერე ქალბატონი ნანას კარიერა დღითი დღე იზრდებოდა და ვითარდებოდა. შეგახსენებთ, რომ ნანა ჯიქია საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას ტიტულს განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს.  Factnews.ge ქალბატონ ნანას დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაზე და კარიერაზე ესაუბრა.

- Advertisement -

 ქალბატონო ნანა გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ინკლუზიური განათლების შესახებ?  როგორც ცნობილია დავით აღმაშენებლის აკადემია, რომელსაც ხელმძღვანელობთ ეწევა ინკლუზიურ განათლების მიცემას…

დავით აღმაშენებლის აკადემია უკვე რამოდენიმე წელია ახორციელებს შშმ პირთა განათლება-განვითარების პროგრამას.
ინოვაციური პოლიტიკა მიმართულია შშმ პირთა ჩართვაზე ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში ამ სისტემის ადაპტაციის გონივრული მისადაგების გზით.
დისტანციური სწავლების პროექტი, რომელიც აკადემიამ დანერგა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში,ითვალისწინებს, არაფორმალური განათლების გზით განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას ყველა კატეგორიისთვის.
შშმ პირთა საჭიროებაზე მორგებული სწავლება ხელს უწყობს  მათი თვითღირებულების ამაღლებას და საზოგადოებაში რესოციალიზაციას.

ქალბატონო ნანა კიდევ რა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს აკადემია?

დისტანციურ სწავლებასთან ერთად აკადემია განათლების ხელმისაწვდომობის და ჩართულობის მიზნით,იწვევს ევროპისა და ამერიკის წამყვანი  სასწავლებლების აღიარებულ ლექტორ-მასწავლებლებს თემატიკის ფართო არჩევანით. ეს პროექტი საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს,მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში,მიიღოს თანამედროვე და მრავალფეროვანი ცოდნა.
მსგავსი დისტანციური კურსები ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას.ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნის პროცესში.

ქალბატონო ნანა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მალე საზოგადოება იხილავს თქვენი ავტორობით ახალი წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ადამიანთა საზოგადოებაში ქცევის ეთიკეტებს ეხება, გიამბეთ ამის შესახებ…

წიგნი,რომელიც მრავალწლიანი ფიქრის, განსჯის და გამოცდილების შედეგად დაიწერა, ვფიქრობ, გზამკვლევი იქნება ადამიანებისთვის, ვინც მიუხედავად ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობისა, ვერ ახერხებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას და წინსვლას. ამის მიზეზი აუცილებელი იმიჯის არარსებობა და დაბალი თვითშეფასების უნარია, რაც ბარიერებს ქმნის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

როგორც ცნობილია თქვენ ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდით პროფესორი, რა შეგრძნება იყო მაშინ ეს?

24 წლის ასაკში გავხდი მეცნიერებათა კანდიდატი.27 წლის ასაკში დოცენტი. ასოცირებული პროფესორი, შემდგომ კი სრული პროფესორი.
შეგრძნება იმისა, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი, სასიამოვნოა და ამავდროულად საპასუხისმგებლოა.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში მივაღწიე წარმატებას,არასოდეს დამიკარგავს თვითგანვითარების და თვითშემეცნების სურვილი.
რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

დაუღალავი შრომა და სწრაფვა თვითგანვითარებისკენ!
შვილები ადრეულ ასაკში მივაჩვიე დამოუკიდებლობას.შესაბამისად, უკვე შემდგარი ადამიანები არიან. ადრეულ ასაკშივე  ჩავდე მათში განათლების,ეთიკისა და ღირებულებების მოთხოვნა და გაამართლა.
ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვნახო დრო მათთან ურთიერთობისთვის.
ენერგიას, რომელსაც ვიღებ ოჯახში, ვხარჯავ საქმეში.
მოამზადა იოსებ კავკავაშვილმა

Leave A Reply

Your email address will not be published.