Just another WordPress site

ნათია შათირიშვილი: ნუ შესწირავთ ჰესებს ქვეყნის ეკოსისტემას

0 3,830

ნათია შათირიშვილი: ჰესების მსენებლობას სუფსის ულამაზესი ხეობა ეწირება – უნამუსოდ ყიდიან ხეობას
ჰესების მშენებლობა საქართველოში , რომ პრობლემაა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ამაზე არავინ დაობს, სახელმწიფოს პრიორიტეტი კი ამ დრომდე ჰესების მშენებლობა და საკუთარი ელექტრო ენერგიის გამომუშავებაა. საზოგადოებას მოსახლეობის ბევრი პროტესტი ახსოვს ჰესების ირგვლივ. სულ ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ სუფსის ხეობაში სახელმწიფო ათამდე ჰესის მშენებლობას იწყებს. რა გამოწვევების წინაშე დგას გურიის მოსახლეობა და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ ჰესების მშენებლობას ამ კითხვებზე არასამთავრობო ორგანიზაცია გურულები რეგიონის განვითარებისთვის ერთერთი დამფუძნებელი ნათია შათირიშვილი გვპასუხობს.
ქალბატონო ნათია რამდენად მწვავედ დგას დღეს ჰესების მშენებლობის საკითხი გურიაში, რომლის მშენებლობა სუფსის ხეობაში გახლავთ დაგეგმილი ?
უმტესი ნაწილის აზრის , მათ შორის ექსპერტების გათვალისწინების გარეშე, მეცნიერული დასკვნების უგულვებელყოფით ქვეყანის მაშტაბით როგორც უკვე მოგვეხსენებათ დაიწყო ჰიდრორესურსების მშნებელობა და გამოყენება, სამწუხაროდ, საქართველოში ჰესების მშენებლობის გადაწყვეტილებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ღებულობენ. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ აღინიშნა,
ეს გასაგებია იქნებ კონკრეტულად გურის რეგიონზე ვისაუბროთ….
ვიცით რომ ჰესის მშენებლობლობას შეეწირა და დადასამარდა თერგი, ვიცით რა ხდებოდა სვანეთში, ამჯერად სუფსის ხეობის ჯერი დადგა, რომელიც გურიის რეგიონში სურების მთებში იღებს სათავეს, იგი თავისი განუმეორებელი ლანდშაფტით უნიკალურია.
ჰესის მშენებლობა შეუქცევად გავლენას მოახდენს მდინარეზე, მათ შორის, დაცულ ნაკადულის კალმახზე რომელიც ასე უხვად არის და სუფსის სავიზიტო ბარათია დღემდე. ასევე ჰესის მშენებლობის შედეგად ჩამოიქცევა სოფლები, დაიტბორება და დაიმეწყრება, ულამაზესი სუფსის ხეობა, ფაქტიურად სუფსისა და გუბაზეულის უმშვენიერესი ხეობები განადგურების საფრთხის პირას დადგებიან.
რა მოსაზრება აქვს ადგილობრივ მოსახლეობას?
სოფლის მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით,უარს აცხადებს თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები ვინც მოსახლეობის ხელმოკლეობითა და ინფომაციის სიმწირით სარგებლობენ და მათ ამა თუ იმ სიკეთეების სანაცვლოდ ითანხმებენ . ფაქტიურად უნამუსოდ ყიდიან სუფსის ხეობას,
სიკეთეების გამოყენებაში რას გულისხმობთ?
როგორც მოსახლეობა საუბრობს ფულად კომპენსაციებს სთავაზობენ ასევე სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ მათ დათანხმებას.
რა უარყოფითი გავლენა აქვს ჰესების მშენებლობას უფრო რომ დავკონკრეტდეთ?
თუ ინფორმაციებს ჰესებთან დაკავშირებით გადავხედავთ ასე გამომუშავებულ ელექტროენერგიას ,„სისხლიან დენსსაც უწოდებენ,, რადგან ტურბინებით დიდი რაოდენობის თევზი ისპობა.
როგორც ჩანს ჰესის მშენებლებს ერთიანი მიდგომაა აქვთ გამოყენებული, 90 პროცენტის დერივაცია, მდინარის გადაგდება კალაპოტიდან და ათი პროცენტის დატოვება მდინარეში წარმოგიდგენიათ მილში მოქცეული სუფსა და გუბაზეული? უკვე დანაშაულია.
რატომღაც ჩამოყალიბდა ასეთი მიდგომა დერივაციული ჰესების მიმართ, რომ მაქსიმალური მოგების მისაღებად ინვესტორები მდინარეებს მაქსიმალურად იყენებენ. მშენებლები განმარტავენ რომ მცირე და საშუალო ჰესები არ წარმოადგენს საფრთხეს ბუნებისათვის თუმცა ჩვენ უკე ვიცით რომ ჰესი იმგვარადაა დაპროექტებული, რომ მდინარეში რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ბუნებრივი ჩამონადენის მხოლოდ 10% რჩება, ნებისმიერი ზომის ჰესმა შეიძლება ეკოსისტემის დეგრადაცია გამოიწვიოს, აღნიშნული საკითხები კარგად იციან პეციალისტებმა, თავად მქონა შესაძლებლობა მომენახულებინა ნაბეღლავიჰესის ჰიდროელექტროსადგური სადაც თვალნათლივ სჩანს მდინარე გუბაზეულის მხოლოდ ნამყოფი.

რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჰესების მშენებლობამ?
ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს შემდეგნაირი ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი არაკვალიფიციური კადრი იქნება დაქირავებული დროებით, დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე,
რა აუცილებელი დეტალებია საჭირო ჰესების მშენებლობის დაგეგმისთვის?

ჰესების დაგეგმვისთვის აუცილებელია მდინარეების წყლისა და მყარი ნატანის ხარჯის მრავალწლიური დაკვირების მონაცემები; ასეთი კვლევები კი, ან არ არსებობს, ან წლების წინანდელია. შესაბამისად, არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რა რაოდენობის წყლის აღება იქნებოდა ოპტიმალური გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული თვალსაზრისით.
სამწუხაროდ არავინ უხსნის მოსახლობას თუ რა უარყოფითი მხარეები აქვს ჰესების მშენებლობას გარემოსა და იქმცხოვრებპირებზე, როგორ ხდება დატბორვის შედეგად დიდი ოდენობით სასოფლო სამეურნეო მიწებისა და ტყეების დატბორვა,
როგორც ჩანს საქართველოს ვერც ერთი კუთხე ვეღარ ასცდება მცენარეთა და ცხოველთა საფარის, ბიოკლიმატის შეცვლა განადგურებას , სადაც მშენებლობები დაიწყება და ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა.

უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ მობილიზაცია გაუკეთონ საზოგადოებას, და ბუნების წინააღმდეგ დაწყებული შეტევას აქციებით დაუპირისპირდებიან, სადაც უკვე საკუთარ პოზიციას ღიად ვაფიქსირებ არა ჰესებს , საკითხი უნდა გადაწყდეს ხეობისა და ხალხის სასარგებლოდ მათი ნების გამოხატვის საფუძველზე მხოლოდ აარა შანტაჟისა და შევიწროების ხარჯზე რომლეიც ასე ინტენსიურად მიმდინარეობს თვეების მანძილზე,
დაცლის პირას მისულ ხეობას, ისედაც შეჭირვებულ ხალხს ნუ დაუპირისპირებთ ამ თემით ერთმანთს.

Leave A Reply

Your email address will not be published.