Just another WordPress site

მურმან გამისონია: ფოლკი არის სულიერების სარკე პერსონა 2019 – კულტურის განვითარებისთვის

პერსონა 2019 - კულტურის განვითარებისთვის

0 5,731

მურმან გამისონია: ფოლკი არის სულიერების სარკე

პერსონა 2019 – კულტურის განვითარებისთვის

 

მურმან გამისონია – ეს სახელი და გვარი კულტურის სფეროში ყველამ იცის მისი თაოსნობით ბევრ კულტურულ პროექტს და ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი საქართველოში. ბატონი მურმანი ასევე უმრავი ღონისძიების მხარდამჭერი და ხელშემწყობი გახლავთ . იგი გამოირჩევა საქმისადმი სიყვარულით და პროფესიონალიზმით.  სწორედ ამიტომ მურმან გამისონია საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2019 ზე  კულტურის განვითარებისთვის გახლავთ წარდგენილი, რის შედგომაც პროექტის ბორდმა ბატონ მურმანს ხმა ერთპიროვნულად მისცა. შეგახსენებთ , რომ ბორდს ხელმძღვანელობს მწერალი და პუბლიცისტი ორგანიზაცია ქართული გვარების პრეზიდენტი ინგა სიორიძე.  კულტურის განვითარებისთვის პერსონას ტიტული სხვადასხვა წლებში მიღებული აქვთ , მომღერლებს მანანა თოდაძეს, ეთერ კაკულიას, ნანი ბრეგვაძეს და სხვებს ასევე ლოტბარებს ანზორ ერქომაიშვილს და  გიორგი უშიკიშვილს  და სხვებს…  პროექტის ორგანიზატორები გახლათ ორგანიზაცია ,,ქართული განათლება“  და ორგანიზაცია ,,ქართული გვარები“  პერსონა 2019 – ის საზეიმო გახსნის ცერემონია 29 მაის კომპლექს პატრიოტში გაიმართება.  დაჯილდოების ცერემონიალზე კულტურის განვითარებასა და ხელშეწყობისათვის წელს აგრეთვე წარდგენილნი არიან,  ირმა სოხაძე, ეკა კვალიაშვილი, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, თამარ სხირტლაძე, ომარ მხეიძე და გიული ჩოხელი. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ მურმან გამისონიასთან:

ბატონო მურმან, რას ნიშნავს თქვენთვის ფოლკი და რა ვითარებაშია დღეს ქართული ფოლკი?

ფოლკი არის სულიერების სარკე,  ის წესჩვეულებები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ქართული ფოლკი განსაკუთრებით საინტერესოა თავისი ორიგინალურობის გამო. მსგავსი რამ არცერთი ქვეყნის კულტურაში არ მოიპოვება. დღეს, მეტნაკლებად დგას განვითარების საფეხურზე, ისიც იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც ცდილობენ შემოუნახონ ჩვენს ქვეყანას ისტორია და ჩართონ ამ ყველაფერში ჩვენი საზოგადოება.

რას აკეთებს ქართული კულტურისთვის ხელოვნების განვითარების კავშირარტფოლკი“, მოგვიყევით ამ კავშირის შესახებ?

„არტ-ფოლკი“  არის შემოქმედებითი კავშირი, რომელიც ხელს უწყობს ქართული კულტურისა და ტრადიციების განვითარებას. ჩვენი ორგანიზებით ტარდება სხვადასხვა სახეობის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც როგორც ქართული ისე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ. მიზანია ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება

ბატონო მურმან, თქვენ აგრეთვე ხელმძღვანელობთ კულტურის ინსტიტუტს, მოგვიყევით მის მიზნებზე და საქმიანობის არეალზე

კულტურის ინსტიტუტი  საშუალო სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელ მუშაკთა, ყველა ტიპის სკოლების პედაგოგებისა და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაბამის სამეცნიერო მეთოდიკას უზრუნველყოფს. ინსტიტუტში ჩარიცხულებს ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებენ ქორეოგრაფიის ხელოვნების ცნობილი ოსტატები,  პედაგოგიკისა და ქორეოლოგიის აღიარებული სპეციალისტები. კურსის დასასრულს, წარჩინებული სტუდენტები სპეციალური სერთიფიკატებით ჯილდოვდებიან.

ბატონო მურმან, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

ჩემი წარმატების ფორმულა არის საზოგადოებისა და ჩემი სამშობლოს სიყვარული. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს

რას ნიშნავს თქვენთვის საზოგადოების აღიარება, რას გაძლევთ ეს და რა შეგრძნებაა?

ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც საზოგადოებისგან დაფასებას გრძნობ.  ბედნიერებაა, როდესაც სითბო და სიყვარული მოდის, ამ დროს მე მეტი შემართებითა და მოტივაციით ვაგრძელებ ცხოვრებას

მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ

ჩემი სამომავლო გეგმები რა თქმა უნდა ძირითადად საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს, „არტ-ფოლკსა“ და კულტურის ინსტიტუტს უკავშირდება. ყოველთვის ვცდილობ წამოვიწყო ის საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება, ამიტომ ბევრს ვშრომობ ჩემს გუნდთან ერთად და სამომავლოდაც ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებით

Leave A Reply

Your email address will not be published.