Just another WordPress site

მის მკერდი ახალი სახელწოდებით მის დეკოლტე 2018 იწყება

0 754

საქართველოში ყველაზე რეიტინგული სილამაზის კონკურსი „ მის მკერდი „ წელს პირვანდელი სახელწოდებით „ მის დეკოლტე“-თი ჩატარდება. „ მის დეკოლტე 2018 “ ივნისის დასაწყისში გაიმართება. კონკურსის გამარჯვებული გოგონები, სხვადასხვა ძვირადღირებული პრიზებით დასაჩუქრდებიან. ასევე ორგანიზატორის განცხადებით, გოგონები მიიღებენ ერთ-ერთ რეიტინგულ ტელევიზიაში გადაცემათა ციკლში მონაწილეობას. მისი განცხადებით,ფაქტობრივად სილამაზის კონკურსი გადაიზარდა სატელევიზიო ფორმატში. კონკურსის ოფიციალური კასტინგი დაწყებულია და 18-დამ 38 – წლამდე გოგონებს შეუძლიათ გააგზავნონ თავიანთი მონაცემები, დეკოლტეთი გადაღებული ფოტო სადაც ასევე სრულად ჩანს კონკურსანტის სახე. შემდეგ მისამართებზე: სილამაზის კონკურსი „ მის დეკოლტე 2018

“ ან დარეკეთ: 597-07-09-20 როგორც კონკურსის ორგანიზატორი(დამფუძნებელი),მსახიობი და ტელეწამყვანი ნინო ადამაშვილი აცხადებს; კონკურსს თავიდანვე იურიდიულად ორი სახელწოდება, „მის დეკოლტე -მის მკერდი“ ჰქონდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველად კონკურსს ქონდა საქველმოქმედო ხასიათი და მკერდის კიბოს და ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა, სახელწოდება „მის მკერდი“ გახდა უფრო აქტუალური. „ მის დეკოლტე 2018 “ მიზნად ისახავს სრული გოგონების პოდიუმზე გამოყვანას. ასევე იმ გოგონების რომლებიც არ ჯდებიან სტანდარტულ პარამეტრებში 90/60/90-ზე მაგრამ არიან საკამოდ მიმზიდველები, ეძლევათ შანსი ასეთ არასტანდარტულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის.

მოამზადა: რუსა გვაზავა

Leave A Reply

Your email address will not be published.