Just another WordPress site

ლონდონის კიბოს კვლევითი ცენტრმა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცია შექმნა

0 1,077

კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალება გამოავლინეს

ლონდონის კიბოს კვლევითი ცენტრის ექიმებმა, სიმსივნის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა გამოსცადეს. აღნიშნული პრეპარატი სენის ავთვისებიან ფორმებთან საბრძოლველად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. აღმოჩენის შესახებ სტატია Lancet oncology-მ გამოაქვეყნა.

“ტიზოტუმაბ-ვეზოტინის” გამოცდაში მონაწილეობა 147-მა პაციენტმა მიიღო. პრეპარატი დაავადებული უჯრედების წინააღმდეგ “ტროას ცხენის” ფუნქციას ასრულებს. წამალი სიმსივნურ უჯრედებში თავისუფლად აღწევს და მათ განადგურებას იწყებს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი საშვილოსნოს ყელის, შარდის ბუშტის, საყლაპავი მილის და ფილტვის კიბოს წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია. “ტიზოტუმაბ-ვეზოტინით” მკურნალობის პროცესში შარდის ბუშტის სიმსივნით დაავადებულთა 27 პროცენტზე წამალმა დადებითი ეფექტი მოახდინა.

ექპერიმენტის დროს პრეპარატმა უარყოფითი შედეგებიც გამოავლინა. რამდენიმე ავადმყოფს ცხვირიდან სისხლდენა, გულძმარვა და დაღლილობა შენიშნეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.