Just another WordPress site

ლეილა გოგიტიძე რეგიონში განათლების განვითარებისთვის პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

0 870

ლეილა გოგიტიძე რეგიონში პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის პერსონა 2018-ს ტიტულს მიიღებს
ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი,მან დააფუძნა კოლეჯი,რომლიც სასწავლო პროცესს ახორციელებს დუალური პრინციპით. სტუდენტები სასწავლო პროცესს გადიან დამსაქმებლებთან, რაც მათ აძლევს შანსს, მარტივად მიიღონ საბოლოო შედეგი – დასაქმდნენ.
,,გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენი კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც თორიულ და პრაქტიკულ სწავლას დამსაქმებელთან გადიოდნენ, დასაქმდნენ სწორედ იმ სამუშაო ადგილას, სადაც მიმდინარეობდა სასწავლო კურსი (სასტუმრო ლეოგრანდი,სასტუმრო პიაცა).,,
შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ არის დასავლეთ საქართველოში პირველი პროფესიული სასწავლებელი, რომელმაც დუალური სწავლება განახორციელა.
დუალური სწავლება – სწავლების გერმანული მოდელია, რაც დამსაქმებლის მეთვალყურეობით თეორიისა და პრაქტიკის ერთდროულ ჩართულობას გულისხმობს. დუალური სწავლების პირობებში სტუდენტი თავსდება იმ სივრცეში, იმ სპეციალობითა და იმ დამსაქმებელთან, სადაც შემდგომში აპირებს დასაქმებას. ეს მეთოდი არის მოკლე და ეფექტური გზა ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრის მოსამზადებლად

Leave A Reply

Your email address will not be published.