Just another WordPress site

ლალი ბერძენიშვილი: რა მოხდებოდა, სასწავლო გემი სასწავლო ცურვაში წავიდაო, რომ გვეთქვა? პიარი ტყუილი არ უნდა იყოს

0 109

ჟურნალისტი ლალი ბერძენიშვილი მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებების დროს გაკეთებულ განცხადებას პირველი ქართული გემის ნაოსნობაში გასვლის თემას  ფეისბუქით ეხმაურება:

ლალი ბერძენიშვილი: პიარი ტყუილი არ უნდა იყოს. ცოტაც რომ მოიტყუო, ასჯერ გამრავლებულ ზიანს მიიღებ უკან. რა მოხდებოდა, სასწავლო გემი სასწავლო ცურვაში წავიდაო, რომ გვეთქვა? რა მოხდებოდა, “კადეტს” ზურგის წყალი მშობლიურ წყლებში დაბედებოდა? არც არაფერი. მშვენიერი დღე იქნებოდა და მშვენიერი ზეიმი შედგებოდა. ახლა ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ახლა იმ ადამიანების საქილიკო გავხდით, რომელთა მმართველობის დროსაც კინაღამ საერთოდ გაუქმდა საზღვაო განათლება საქართველოში. იმ ადამიანებმა დაიწყეს სიცილი, რომლებიც ამტკიცებდნენ, თუ სანაოსნო არ გვაქვს, არც მეზღვაური გვჭირდებაო. ეს ძლივს გადარჩენილი სფერო დღეს თითქმის მილიარდი ლარით ამდიდრებს საქართველოს და მეზღვაურის პროფესია სულ უფრო პოპულარული და მიმზიდველი ხდება. ხანდახან კი გვავიწყდება ის ადამიანები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს საზღვაო განათლების გადარჩენის საქმეში და ყველაფერს ახლადგამომცხვარი “ზღვის მგლები” იჩემებენ, მაგრამ კეთილსინდისიერ ადამიანებს დიდი გული აქვთ და თავიანთი ღვაწლის გაბიაბურება არ უხარიათ მაშინაც კი, როცა ახლადგაპოპულარულებული მგლები ივიწყებენ მათ. ღირსების პატივისცემით უნდა კეთდებოდეს საქმე.ღირსება ტყუილსაც გამორიცხავს და სხვისი ღვაწლის დავიწყებასაც. ღირსება არ ხარობს, როცა ვიღაც კოლეგებს დასცინის.

Leave A Reply

Your email address will not be published.