Just another WordPress site

ლადო შენგელაია მედიცინის განვითარებისთვის პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

0 15,304
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება.  ამ წლების მანძილზე პროექტის მეშვეობით სხვადასხვა სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის პერსონას ტიტული 250 ადამიანს მიენიჭა.  პროექტის ფარგლებში დაჯილდოებულები არიან ქართული ესტრადის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე, ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე, მომღერალი თემურ წიკლაური, გიორგი უშიკიშვილი, მანანა თოდაძე, ჯემალ ბაღაშვილი, და სხვები. ტიტულის მფლობელებს შორის აგრეთვე არიან მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ბესიკ იაშვილი, არჩილ ჩუხრუკიძე, გიორგი გალდავა და ასე შემდეგ. პერსონა 2018 ის საზეიმო გახსნის ცერემონია 30 სექტემბერს შედგება ხოლო დაჯილდოების ცერემონია კი ამა წლის 22 დეკემბერს გაიმართება. ცერემონიის ბორდი უკვე ასრულებს პერსონა 2018 ზე წარდგენილი პირების გამოვლენას, რომელთა შორის გახლავთ ექიმი ოფთალმოლოგი ლადო შენგელაია , რომელსაც 22 დეკემბერს პერსონას ტიტული მედიცინის განვითარებისთვის გადაეცემა.
ლადო შენგელაიას ბიოგრაფია კი ასე გამოიყურება.კლინიკა თოლიგეს დამფუძნებელი ექიმი ლადო (ვლადიმერ) შენგელაია არის 35 წელზე მეტი გამოცდილების კვალიფიცირებული სპეციალისტი-ოფთალმოლოგი, მიკროქირურგი. მისი მოღვაწეობის ადრეული პერიოდი მოიცავდა მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას. მის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა კატარაქტის ოპერაციის შემგომ პერიოდში პაციენტების რეაბილიტაციას, ფუნქციონალური და მორფოლოგიური კუთხით. მისი სამეცნიერო ნაშრომით შესაძლებელი გახდა ქვეყნის მაშტაბით კატარაქტით ნაოპერაციები პაციენტებზე ავტომობილის მართვის უფლების გაცემა. მისი მოღვაწეობა იყო დაკავშირებული ისეთ სახელოვან კლინიკებთან, როგორიც არის ფიოდოროვის, ჰელმჰოლცისა და მოსკოვის ცენტრალური თვალის კლინიკები, სადაც დღესაც დიდი პატივით იხსენიებენ. ბოლო 27 წლის მანძილზე ექიმი შენგელაია მოღვაწეობდა გაერთიანებულ საემიროებში ოფთალმოლოგად სხვადასვხა კერძო კლინიკებსა და საავადმყოფოებში. მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ზოგად ოფთალმოლოგიაში პაციენტის ასაკის განურჩევლად.

თვალის კლინიკა “თოლიგე” აღჭურვილია ყველა თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით და ექიმი ლადო ამჯერად მზად არის თავის სამშობლოში პაციენტების მისაღებად

Leave A Reply

Your email address will not be published.