Just another WordPress site

კურიერს 9 საათზე ჟურნალისტი თამთა სანიკიძე წაიყვანს

0 1,425

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი 9 საათიან “კურიერს” საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, ბიზნესმენი შმაგი კობახიძეს მეუღლე თამთა სანიკიძე გაუძღვება.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად “ინტერესთა კონფლიქტი” დასახელდა.

- Advertisement -

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.