Just another WordPress site

იწვევს თუ არა დეპრესია თვითმკვლელობის მცდელობას!

0 298

დეპრესია

 

რამდენჯერ გიფიქრიათ,  რომ დეპრესია გაქვთ?
ალბათ, ხშირად დაგიჩივიათ მეგორებთანაც 
ამ დროს თქვენ მოწყენილობა და აპათია გაწუხებთ. შინაგანად სიცარიელეს გრძნობთ და გინდათ, გაემიჯნოთ სამყაროს.

შეიძლება, ხანმოკლე დეპრესია თქვენთვის ცხოვრებაში გარკვეულ ეტაპებზე იჩენს ხოლმე თავს.  გაქვთ უმწეობის და უიმედობის განცდა, სევდა ხშირად გეუფლებათ,

მაგრამ რა ვიცით დეპრესიაზე? რეალურად, რა არის დეპრესია? ჩვენი ახირება თუ სერიოზული პრობლემა ?

დეპრესია, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა და 300 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება ამ მდგომარეობით.

იგი აბსოლუტურად განსხვავდება იმ გუნებაგანწყობილების ცვლილებებისა რომელიც ადამიანებს უჩნდებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

ადამიანი, რომელსაც დეპრესია უვლინდება, სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს სამსახურში, სკოლასა თუ ოჯახში. ამავდროულად, დეპრესიამ შესაძლოა ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.

ყოველწლიურად დაახლოებით 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით. იგი სიკვდილობის მეორე წამყვანი მიზეზია 15-29 წლის ასაკში. მართალია ცნობილია დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები, თუმცა მსოფლიოში ამ ადამიანთა მხოლოდ ნახევარზე ნაკლები (ბევრ ქვეყანაში 10%-ზე ნაკლები) ღებულობს ამ მკურნალობას.

რესურსების ნაკლებობა და მენტალურ დარღვევებთან დაკავშირებული სტიგმა, ბარიერებია ეფექტური მკურნალობისთვის. მკურნალობისთვის სხვა შესაძლო ბარიერი სიტუაციის არასწორი შეფასებაა.

დეპრესია და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გავრცელება მთელ მსოფლიოში იზრდება.

ადამიანები, რომელთაც უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილება გამოიარეს  როგორიცაა უმუშევრობა, ახლობლის გარდაცვალება, ფსიქოლოგიური ტრავმა, მეტად არიან მიდრეკლნი დეპრესიისადმი; რაც თავის მხრივ ამწვავებს სტრესს .

არსებობს ურთიერთკავშირი დეპრესიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიონ დეპრესია და პირიქით.

ავტორი: ნინო ჭელიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.