Just another WordPress site

ინგა სიორიძის ახალი კრებული – კავკასიური მოდილაინის შედევრი

0 1,668

 

„ფაქტნიუსი“ესაუბრა ქალბატონ ინგა სიორიძეს.ჟურნალი „თქვენი სახე“ მიმდინარე წლის 23 აპრილს,  წიგნის საერთაშორისო დღეს,  მართავს მწერალ ინგა სიორიძის წიგნის „კავკასიელი მოდილიანის შედევრი“-ს პრეზენტაცია-გაყიდვას. საღამოზე გაყიდული წიგნებიდან გარკვეული თანხა ადგილზევე გადაეცემა ნიჭისა და ტალანტის კონკურსის „თქვენი სახე“-ს სმს ლიდერს, პროექტ „ნიჭირი“-ს ნახევარფინალისტსა და ინკლუზიური დასის მოცეკვავეს სალომე გოგეშვილს.

ცოტა რამ თქვენი წიგნის შესახებ.

„კავკასიელი მოდილიანის შედევრი“ ჩემი პირველი წიგნია. ის  გახლავთ კრებული, რომელშიც შევიტანე 47 ლექსი, მათ შორის  პოლონელი პოეტის მათეუშ პეონიონჟეკის ლექსების რამოდენიმე თარგმანი და 13 ნოველა.

-თქვენ საზოგადოება გიცნობთ სხვადასხვა ამპლულაში, თვლით თავს მწერლად და პოეტად?

ჩემივე ლექსის ამონარიდით გიპასუხებთ:

„შეუძლებელია, რომ არ გიყვარდეს, ჩემი პოეტ-ცვენა,

კანქვეშ გულისცემა, ზემოდ ამოვიღე, რითმად გადმოვთარგე“

-თქვენი წიგნიდან რომელ ლექს და ნოველას გამოკვეთავდით?

ესე მერთულება, რადგან ყველა  ჩემის სულის ნაწილია. არ მინდა ერთის გამოკვეთით მეორე  დავასუსტო,  ისე  ლექსებიდან: „რექვიემი“, „ნუშის ყვავილები“,  „საქართველო“,  ნოველებიდან კი: „მონადირე“, „მიჯნურის წერილები“

და „კავკასიელი მოდილიანის შედევრი“

-სად დაიბეჭდა თქვენი წიგნი?

გამომცემლობა „მინიატურა“-ში, რედაქტორი გახლავთ ბატონი ზაურ ნაჭყებია, რეცენზია მომანიჭა ბატონმა თამაზ ჭეიშვილმა, მხატვარი კი გახლავთ უნიჭიერესი თორნიკე ლაბაური.

-გულწრფელად გილოცავთ, წიგნის გამოცემას,  ალბათ არ იყო ადვილი?

-დიდი მადლობა მოლოცვისათვის. ნამდვილად არაა ადვილი წიგნის გამოცემა, მაგრამ ჩემს გვერდით დადგნენ ადამიანები, რომლებმაც შემაძლებინეს წიგნის გამოშვებაც და პრეზენტციის ჩანიშვნაც. ვისარგებლებ შემთხვევით და „ფაქტნიუსი“-ს  საშუალებით პუბლიკას წარუდგენ ყველ მათგანს.

პირველ რიგში გამომცემლობა „მინიატურა“-ს და მის პროფესიონალ გუნდს.  ჩემს უანგარო  მეგობრებს: ლალი ბაირამოვას, სოფო ჯიქურს, ნაზი ნადირაძეს, მურმან გამისონიას, ია გუგუნავას, ნინო ქოქიაურს, ეთო ურიდიას, ხატია ბედინაშვილის მანჩო მელქაძეს, ნინო ვარდიაშვილს, გიორგი მასხულიას, ნატალიას  და რაღათქმა უნდა უდიდესი მადლობა ღონისძიების მასპინძელს რესტორან „ძველ ქალაქ“-ს სადაც საუკეთესო ვახშამი და საღამო გველოდება.

დეტალებს სურპრიზად დავტოვებ.

-მწერალს ყავს მუზა?

-ის არის ტყუპის ნიშანი, არს გონიერი, დახვეწილი, ზრდილობიანი, სიმპატიური და ძალიან მამაკაცური!

-საღამოს ფორმატზე გვესაუბრეთ.

საღამო დახურულია. პრეზენტაციას დაეწრება განათლების, კულტურის, მწერალთა კავშირის, მუნიციპალიტეტების, მერიის, საკრებულოს, ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალტის, მედიცინის, შოუ-ბიზნესის,  ჩოხოსანთა დასის, უცხოელი ინვესტორების, მედიისა  და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელბი. სულ 130 სტუმარი.

აქვე მოხდება ჩემი კრებულის გაყიდვაც და გარკვეული თანხა ადგილზევე გადაეცემა ჩემს უსაყვარლეს სალომკას. ბევრს არაფერს ვიტყვი, საღამოს წარუძღვება მსახიობი იოანე ქართველი,  დარამატურგი გიორგი შალვაშვილი და უმშვენიერესი ნინო ლაცაბიძე. ლექსებსა და ნოველებს წაიკითხავენ ცნობილი სახეები და მსახიობები, ხოლო მუსიკალურად გააფორმებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

 

-გისურვებთ წარმატებეს, შესაძლებელია, ჩვენ მკითხველს დაემშვიდობეთ საკუთარი  ლექსით?

დიდი მადლობა, ასევე წარმატებას ვუსურვებ „ფაქტნიუს“-ა და მის მკითველს.

მე, კი,  ყველას გეტყვით, რომ ძალიან მიყვარხართ!

 

მინდა დეგესიზმრო და ეს ლექსიც ახდეს!

მინდა დაგესიზმრო, შეუმკრთალ ზმანებად მოვიდე,

შენს ლამაზ თვალებში, ჩემი ანარეკლი გაჩერდეს,

მინდა, რომ იგრძნო, ჩემი არსობა მარტოობისას

და ის დაგანახო, გულის სიღრმეში, რა გადავლახე.

წვიმა ხანგრძლივად, არასდროს მოდის, ბოლოს ჩერდება,

ნახევრად მთვრალი მთვარე, ღამეს გაანათებს,

ბნელ გულის ფიქრებს, ამოყრის მალ კიდობნიდან

და ცის ფანჯარას გამოაღებს, ჭრილში დაავანებს.

მინდა დაგესიზმრო, ფრთხილად შევეხო, შენს ლამაზ თითებს,

სწორედ იმ თითებს, ჩემს სტრიქონებს, რომ ააჟღერებს,

მერე, როიალი სულ ჩამოყვება ყველა ბარათებს,

რაც, რომ აქამდე სიყვარულით სტროფებად მოგიტანე.

შეუძლებელია, რომ არ გიყვარდეს, ჩემი პოეტ-ცვენა,

კანქვეშ გულისცემა, ზემოდ ამოვიღე, რითმად გადმოვთარგე.

ვმღერი შენს სიმღერას, აი, იმას, შენ, რომ მომაბარე

და თუ დასრულდება, თალხი ფარდა მომაფარეთ.

მინდა დაგესიზმრო, მხოლოდ ფერად სიზმრად, მხოლოდ სიყვარულად

და ვერ მელეოდე, როგორც წყაროს მთისას ისე დამეწაფე,

აღარ მაცილებდე ძველებურად, მხოლოდ მარწმუნებდე,

ჩვენი ერთად ყოფნა არის სიცოცხლის ოკიანე.

მინდა დეგესიზმრო და ეს ლექსიც ახდეს! ახდეს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.