Just another WordPress site

ივერია – ბრილიანტის ტურნე იწყება..

0 5,744

ივერია – ბრილიანტის ტურნე იწყება…

დღეს მარნეუულში აიღებს სტარტს შშმ პირთა სიმღერის ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “ობერია – ბრილიანტის” გამარჯვებულთა და ნომინანტთა საქართველოს საქალაქთაშორისო ფესტივალი-ტურნე.

“დღევანდელ კონცერტში მონაწილეიბს საქართველოს 12 ქალაქი.

აღნიშნული ტურნეს მიზანია, რომ ხელოვანი შშმ პირების პოპულარიზაცია, მათი ჩართულობა ხელოვნებაში, ახალი ტალანტების აღმოჩენა რეგიონებში და ყველა წარმატებული ხელოვანის საერთაშორისო ბფესტუვაკებზე მივლინებაა. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში შშმ პირების და აღნიშნული სფეროების ამ მიმართულებით, ასევე ინტეგრირებული მიმართულებით განვითარებას.

პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

საზოგადოება  უნდა ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში, რათა ამ სფეროს რეალური განვითარება მოხდეს

მარნეულის ტურის პარტნიორია ქალაქ მარნეულის მერია, ზაურ დარგალი. გენერალური სპონსორი “სოკარი”.

აღვნიშნავთ, რომ ამ სფეროში საერთაშორისო და შიდა საქალაქთაშორისო ფესტივალები პირველად იმართება და ეს ყველაფერი ასევე პირველი ინტეგრირებული გამოცემის “განსაკუთრებული ჟურნალის” ხელშეწყობით ხდება, რომელმაც ხუთი წლის მანძილზე საზოგადოებას ბევრი შშმ პირი წარმოუდგინა და მათი პოპულარუზაცია მოახერხა. ასევე, შშმ პირები ჩართო საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოახდინა საქართველოს მოსახლეობის მეტად ინფორმირება და ამ სფეროში განათლების მიცემა მრავალი ადამიანისთვის, – განაცხადა “ივერია – ბრილიანტის” დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.