Just another WordPress site

თქვენი დედას შე**ცი, გამიშვით ხელი” – მიმართა კვიციანმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს.

0 2,377

კვიციანმა აქტივისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, აგინა პოლიციას

პარლამენტთან დაპირისპირებაა. დეპუტატმა ემზარ კვიციანმა “სირცხვილიას” აქტივისტებს და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათ გარდა, აგინა პოლიციასაც.

“თქვენი დედას შე**ცი, გამიშვით ხელი” – მიმართა კვიციანმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქციის მონაწილეებმა მას “მონა” და “რუსეთის კაცი” უწოდეს, კვიციანმა კი მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქცია სირცხვილიას მონაწილეები ემზარ კვიციანის დაკავებას ითხოვენ. პოლიციამ დეპუტატი წაიყვანა, სავარაუდოდ, ის ტერიტორიას განარიდეს. შეგახსენებთ რომ დღეს სირცხვილიას აქტივისტებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.