Just another WordPress site

თინათინ ხუჭუა : ფოლკლორი ეროვნული სიმდიდრეა – თინათინ ხუჭუა პერსონას ტიტულს კულტურის განვითარებისთვის მიიღებს

0 4,872

 

 საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2019 -ის საზეიმო მიღება 29 მაის კომპლექს პატრიოტში გაიმართება, ღონისძიებას ვიზუალურად კომპანია ჟუჟუს ყვავილები და გოლდენ ბრენდის მოდელები გააფორმებენ, ასევე იქნება უგემრიელესი და ულამაზესი ტორტი საკონდიტრო არომატოსგან, ხოლო ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები კი არაჩვეულებრივ კონცერტს შემოგვთავაზებენ, რომელთა შორისაც გახლავთ ინდური ცეკვების დიდოსტატი ქრისტინე კაპანაძე. შეგახსენებთ რომ პროექტი საქართველოში 6 წელია რაც იმართება და სფეროს განვითარებისთვის 50 საუკეთესო ადამიანს აჯილდოვებს, მათ შორისა ლოტბარი, ანსაბლ ივერიონის ხელმძღვანელი თინათინ ხუჭუა.

 როგორია ბავშვებთან მუშაობა?

ბავშვებთან მუშაობა  ძალიან შრომატევადი და ამავე დროულად საინტერესოც არის, იმ თვალსაზრისით, რომ მათ შეუძლიათ ერთი და იგივე სიმღერა ყოველ ჯერზე, სხვა და სხვა ინტერპრეტაციით შემოგთავაზონ…

რას აძლევს ბავშვებს ფოლკლორი?

მინდა დავიწყო იმით, რომ ფოლკლორი ეროვნული სიმდიდრეა. ქართული ფოლკლორის დასაბამი ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ის, რომ მისი ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე იწყება, ამას მოწმობს არქეოლოგიურ და ძველ ბერძნულ წყაროებში მოპოვებული მასალები. ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათ-წესებზე. აქედან გამომდინარე როდესაც ბავშვი ეუფლება ფოლკლორს, ის იძენს და სწავლობს ერის უძველეს ისტორიას, სულიერებას, ზნეობას, სისპეტაკეს, სტუმართმოყვარეობას, პატრიოტიზმს და გმირულ შემართებას. მათი შემდგომი ნაბიჯები მეტად მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული კულტურის განვითარებაში.

100 ბავშვთან მუშაობა არის დიდი ჯაფა?

რა საკვირველია არის დიდი ჯაფა. მე მათთან ბოლომდე ვიხარჯები, რადგანაც არ შემიძლია საქმის მიმართ ზედაპირული  და ზერელე დამოკიდებულება. თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად ვმუშაობ, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. აქედან გამომდინარე დიახ! არის დიდი ჯაფა, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა ჩემთვის სულიერი საზრდოა.

რა არის თქვენთვის აღიარება, პერსონას სტატუსის მფლობელობა არის პასუხისმგებლობა?

ჩემთვის აღიარება არის უდიდესი სიხარული და ამაღლებული განწყობა.

“პერსონა” სტატუსის მონიჭება რა თქმა უნდა არის პასუხისმგებლობა საკუთარი პროფესიისა და ამავდროულად საქმიანობის მიმართ.

რა გეგმები გაქვთ?

ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება ისევ და ისევ ანსამბლ “ივერიონი”-თან მუშაობის გაგრძელებას. დავსახოთ ბევრი საინტერესო პროექტები ერთად და მათ განხორციელებას ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცადოთ. ასევე გვაქვს გეგმაში მოვიძიოთ უძველესი ხალხური სიმღერის ჩანაწერები, რომლებიც ბევრი წლებია არ გაჟღერებულა ქართულ სცენაზე და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, ანსამბლ “ივერიონი”-მა გავაცოცხლოთ.

ინებოს უფალმა ყოველი სიკეთე!!!

ერთი წუთით რომ შეიცვალოთ პროფესია, რას აირჩევდით?

ისევ და ისევ ჩემს პროფესიას… “წ ე რ ტ ი ლ ი”

გვიამბეთ ოჯახის შესახებ

მყავს მეუღლე და სამი შვილი. 2 გოგონა და 1 ვაჟი. უფროსი გოგონა სტუდენტია, უცხოეთში სწავლობს. შუათანა აბიტურიენტი. პატარა სკოლის მოსწავლეა. სამივემ მიიღო საშუალოდ მუსიკალური განათლება, თუმცა გაგრძელება რატომღაც არც ერთმა მოინდომა. სამივე ფლობს მუსიკალურ საკრავებს “ფორტეპიანო” “გიტარა” “ფანდური” “სალამური”. მეუღლეს მუსიკალური განათლება არ აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი მსმენელი და შემფასებელია. ის სახელმწიფო სამსახურშია, ქვეყნის სადარაჯოზე. ჩვენ გვაქვს არა ჩვეულებრივი, იდეალური და შეხმატკბილებული ოჯახი.

Leave A Reply

Your email address will not be published.