Just another WordPress site

თამრიკო ჭოხონელიძე: ჩემთვის ყველა დღე წმინდაა

0 1,574

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე არც თამრიკო ჭოხონელიძე იმღერებს – “ჩემთვის ყველა დღე ისედაც ოჯახის სიწმინდის დღეა”

“ბოლო პერიოდში ატეხილმა ძალიან დიდმა ალიაქოთმა და სიგნალებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დაპირისპირებას უკავშირდება, მე ამან ძალიან გამაღიზიანა, მინდა გითხრათ და ჩემთვის ყველა დღე ოჯახის სიწმინდის დღეა და თუ 17 რიცხვი იქნება დაპირისპირებისთვის დაგეგმილი, ერთ მხარესაც თუნდაც და მეორე მხარესაც, მე აი, ამას გავაპროტესტებ”, – ამბობს მომღერალი.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს ილია მეორემეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

წელს ამ დღის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორისაა სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან გალა კონცერტი. ბროშურაზე “ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა” ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. ასევე, იცეკვებს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კონცერტზე არ იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი შვიდკაცა. რაც შეეხება ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებს, მათი ინფორმაციით, კონცერტზე სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ.

გუშინ, პირველ მაისს კონცერტის ორგანიზატორმა, მოძრაობა დავითიანნმა ღონისძიებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა. მოძრაობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც შეთანხმება ბოლომდე არ ჰქონდათ დასრულებული.

Leave A Reply

Your email address will not be published.