Just another WordPress site

ექიმი ფსიქობიოენერგო თერაპევტი თინათინ მაჩაიძე ბრენდ პერსონა 2019 -ის ტიტულს მიიღებს

0 3,453

საქართველოს წარმტებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონა პერსონა 2019 – ის საზეიმო მიღების ცერემონია 29 მაის კომპლექს პატრიოტში გაიმართება. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ  ბრენდ პერსონას ტიტული , რომელიც გულისხმობს პროექტის ბორდის, ორგანიზატორებისა და მხარდამჭერი მედია ორგანიზაციების მიერ წინა წლებში პერსონას ტიტულის მფლობელი წარმატებული ადამიანის გამოვლენას. მათ შორის კი გახლავთ არაჩვეუებრივი ქალბატონი თინათინ მაჩაიძე, რომელიც 2018 წელს მედიცინის განვიტარებაში სეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა, ხოლო წელს კი ბრენდ პერსონას ტიტული კი უფრო მეტი განვითარებისთვის, ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აქტიურობისთვის გადაეცემა. ექიმი ბიოენერგოთერაპევტი, ფიტოთერაპევტი ქ-ნი თინათინ მაჩაიძე, რომლის შესაძლებლობებსა და მადლიერ პაციენტთა ურიცხვ რაოდენობაზე ხშირად და ხმამაღლა საუბრობენ. მისი სახელი და წარმატებები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია, როგორც საქართველოში ასევევ მის საზღვრებს გარეთ. ექიმი თინათინი, მრავალგზის დიპლომირებული და არაერთი მნიშვნელოვანი პროფესიული ჯილდოს მფლობელი გახლავთ, ამ ფაქტზე კი, მის კაბინეტში მათი უხვი რაოდენობაც მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ პერსონა 2019 -ზე საუკუნის პერსონა-ს ტიტულს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, მარჯანიშვილის თეატრის უხუცესი მსახიობი თამარ სხირტლაძე, ქართული ჯაზის ლეგენდა გიული ჩოხელი და ცეკვის ცოცხალი ლეგენდა ომარ მხეიზე მიიღებენ. 

- Advertisement -

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა, ეს ხომ არ უკავშირდება 90-იან წლებს , როდესაც დინამო სტადიონზე მასობრივ სეანსებს ატარებდით?

იმ პერიოდმა და მასობრივმა სეანსებმა გარკვეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი ნამდვილად შეიტანა ჩემს კარიერულ სვლაში. როდესაც კარიერის დასაწყისშივე პაციენტთა საკმაოდ მრავალრიცხოვან რაოდენობას ასე უყვარდები და ამხელა მადლიერებას გრძნობ, ეს ყოველთვის ტოვებს თავის კვალს. *როგორც ცნობილია, თქვენ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არ მოღვაწეობთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი მიწვევები გქონდათ არაერთ ქვეყანაში, მათ შორის კანადასა და გერმანიაში. თუ დამდგარხართ დილემის წინაშე და გიფიქრიათ უცხო ქვეყანაში გაგეგრძელებინათ მოღვაწეობა? ეს ის საკითხია , რომელიც არასდროს არ განიხილებოდა, არანაირი შემოთავაზების სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა რომ მქონდა რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზებებიო, მათ შორის თურქეთში, სადაც ჩემი სახელობის სასწავლებელი დაარსდებოდა უარი განვაცხადე, თუმცა არ ვნანობ.

გარდა იმ დიპლომებისა და პროფესიული ჯილდოებისა რაც თქვენს სახელს უკავშირდება, გასულ წელს საკმაოდ სერიოზული ტიტულები დაგიკავშირდათ, რომელიც არ არის მარტივად მოსაპოვებელი და გარდა მუდმივი პროფესიული განვითარებისა და მდიდარი გამოცდილებისთვის დამახასიათებელი წარსულისა , უბადლო პროფესიონალიზმსა და ხალხის აღიარებასაც ითვალისწინებს, რა ღირებულების მატარებელია ეს თქვენთვის?

კითხვას ნაწილობრივ თავადვე უპასუხეთ, რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ არ არსებობს უმნიშვნელო ჯილდო, ყოველ მათგანს გარკვეული შრომის ფასად იღებს ადამიანი და ეს მის კარიერულ ნაყოფიერებას ასახავს. თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი , რომ განსაკუთრებით ჩემს პროფესიაში, ექიმისთვის, უმაღლესი ჯილდო განკურნებული პაციენტის თვალებიდან მომდინარე მადლიერება და სიყვარულია. * თქვენი სამკურნალო მეთოდიკა რას მოიცავს და რას უკავშირებთ ასეთ შედეგებს? თქვენს მოსაცდელში პაციენტთა უმრავლესობა მოგიხსენიებთ, როგორც ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ექიმს… ჩემი სამკურნალო მეთოდიკა კომპლექსურია და მოიცავს როგორც ბიოენერგოთერაპიას ასევე ფიტოთერაპიას, ფსიქოთერაპიასა და ა.შ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ, ორგანიზმის განკურნებისა პრობლემის საბოლოოდ დამარცხებისთვის აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება, შემდეგ კი სწორი სამკურნალო მეთოდიკის შერჩევა. ჩემს შედეგებს რაც შეეხება, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სწორი დიაგნოსტირებისა და სწორად შერჩეული მეთოდიკის ფონზე, მკურნალობის კურსი მიმდინარეობს არა კონკრეტულ ჩივილთან დაკავშირებით, არამედ გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაზე. რაც შეეხება ზებუნებრივ ნიჭს, ამ მხრივ უფლის მადლობელი ვარ.

გარდა იმისა რომ უკვე მრავალი წელია “ნევროზების დედოფლად” მოგიხსენიებენ და ამ პრობლემით მრავალი პაციენტი გაკითხავთ, მოსაცდელში გასაუბრების დროს აღმოვაჩინე სხვადასხვა პრობლემით შეწუხებული პაციენტები.გარდა ნერვული სისტემისა სხვა რა დაავადებებს კურნავთ?

თითქმის არ არსებობს დაავადება, რომელიც არ არის დაკავშირებული ც.ნ.ს-თან (ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან) და მასში მიმდინარე უარყოფით ცვლილებებთან, რომლის მოწესრიგებაც არაერთ პრობლემას ხსნის. რაც შეეხება დაავადებათა ნუსხას მოიცავს, როგორც ნერვულ სისტემასა და მისგან გამოწვეულ ჩივილებს ასევე საჭმლის მომნელებელ ,ძვალსახსროვან , იმუნურ სისტემას და სხვა. მადლობა ღმერთს ბუნება გვაძლევს არაერთი დაავადების განკურნების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ვმუშაობ ერთ კონკრეტულ ფორმულაზე, რომელსაც ჯერ არ დავაანონსებ და სიურპრიზად დავტოვებ. *და ბოლოს, მიზეზი, როს გამოც გესტუმრეთ თქვენს ახალი ნომინაციაზე წარდგენას უკავშირდება “ბრენდ პერსონა”, თითული რომელიც მარტივად არ მოიპოვება და მხოლოდ განსაკუთრებული ღვაწლის, პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხალხის გულწრფელი მადლიერების ფონზე მიიღწევა. მიუხედავად იმისა რომ გასულ წელს არაერთი ნომინაციისა და ტიტულის მფლობელი გავხდი მათ შორის “პერსონა 2018”, “ბრენდ პერსონა” ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა, რომელიც ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და პროფესიულ სიამაყეს ნიშნავს ჩემთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს , ვინც გარკვეული წვლილი შეიტანა და ასე დამაფასა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთის. გისურვებთ კვლავ არაერთ ჯილდოსა და პროფესიულ წინსვლას.

Leave A Reply

Your email address will not be published.