Just another WordPress site

ევროპარლამნეტს მარკ ცუკენბერგის დაკითხვა სურს

0 56

ევროპარლამენტარებს მარკ ცუკერბერგის დაკითხვა სურთ. ისინი ცუკერბერგს მოუწოდებენ, საპარლამენტო კომიტეტების წინაშე კომპანია Cambridge Analytica-ს საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები გააკეთოს. ინფორმაციას ამის შესახებ cnbc-ი ავრცელებს.

„ვფიქრობ, რომ მარკ ცუკერბერგი უნდა წარდგეს ევროპარლამენტის წინაშე. ეს ევროპელი მოქალაქეების მონაცემებს ეხება და ეს დიდი პოლიტიკური პრობლემაა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა დეპუტატმა სოფი ინტველტმა.

Facebook-ის დამფუძნებელს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგმა აშშ-ის სენატის კითხვებს უპასუხა. თუმცა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლაზე უარი განაცხადა.

Cambridge Analytica აგროვებდა Facebook-ის მომხმარებლების მონაცემებს იმისათვის, რომ ისინი პოლიტიკურ რეკლამაში გამოეყენებინა. ბოლო მონაცემებით, კომპანიამ ხელში ჩაიგდო ინფორმაცია სოცქსელის 87 მილიონ მომხმარებელზე. მანამდე ცუკერბერგმა სოცქსელში ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ბრალი აღიარა; მან მომხმარებლებისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით ბრიტანულ გაზეთებში რეკლამა გამოისყიდა.

2017 წლის შემოდგომაზე, Facebook-მა გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, რომ გამოავლინა და დაბლოკა „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ (რუსული „ტროლების ფაბრიკა“) ექაუნთები, რომელსაც შეეძლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. სოცქსელის მონაცემებით, „ტროლების ფაბრიკის“ პოსტები ამერიკული პოლიტიკის შესახებ ნახა ფეისბუკის 126-მა მილიონმა მომხმარებელმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.