Just another WordPress site

დღეიდან თბილისში, პარკირების ჯარიმების ნახვა ახალ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

0 96

დღეიდან თბილისში, პარკირების ჯარიმების ნახვა ახალ ვებგვერდზე Tp.ge-ზე იქნება შესაძლებელი. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე აცხადებს, რომ ჯარიმების ოდენობა და პარკირების საშვების მოსაკრებლის ღირებულება უცვლელი რჩება.

მისივე თქმით, სატრანსპორტო კომპანია “სითი პარკის” თანამშრომლების ნაწილთან გააგრძელებს მუშაობას. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, “სითი პარკში” 145-მდე თანამშრომელი იყო და აქედან მერიასთან თანამშრომლობის სურვილი 102-მა გამოთქვა. აქედან 10 ევაკუატორის მძღოლია, 102 კი კონტროლიორი.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 1 თვის ვადაში კეთილმოეწყობა ქალაქში პარკირების სისტემა, პარალელურად კი მიდის სამუშაოები, რათა საპარკინგე ადგილები გაიზარდოს.

დედაქალაქში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას დღეიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა

Leave A Reply

Your email address will not be published.