Just another WordPress site

დიანა ტრაპაიძე პერსონა 2018 – ის ტიტულს მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს

0 12,348

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს მეხუთედ გაიმართება და პროექტი ტრადიციულად 50 წარმატებულ ადამიანს დააჯილდოებს, რომელთა შორის მედიის წარმომადგენლებიც არიან. ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე პერსონა 2018 ზე მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება. პროექტის წარდგენის ცერემონია 4 ოქტომბერს , ხოლო დაჯილდოების ცერემონია კი 22 დეკემბერს გაიმართება. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე ერთ ერთი ობიექტური ჟურნალისტია, რომელიც პროფესიონალიზმით, ეთიკის მაღალი ნორმით და ადამიანებისადმი პატივისცემით გამოირჩევა. ჟურნალისტის ყველა სიუჟეტი და ეთერი ობიექტურობით და ჟურნალისტური ეთიკის დაცვით გამოირჩევა. დიანა ტრაპაიძე უკვე ბევრი წელია რაც ქართულ მედიაში მუშაობს და დღემდე რეიტინგული ტელე წამყვანი გახლავთ. ის ამჟამად ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.