Just another WordPress site

დაივიწყე უძილობა შიში და სტრესი თინათინ მაჩაიძის დახმარებით

0 1,144

ოცდამეერთე საუკუნის აღიარებული, პროფესიონალი მკურნალი, მრავალგზის დიპლომირებული ექიმი და არაერთი ჯილდოს მფლობელი მათ შორის პერსონა 2018 მედიცინის განვითრებისთვის, იგი ამავდროულად მედიკოსთა ეროვნულ დაჯილდოვებაზეა წარდგენილი ეს ადამიანი ექიმი ბიოენერგოთერაპევტი, ფიტოთერაპევტი თინათინ მაჩაიძე გახლავთ, რომლის სახელსაც არაერთი საავტორო რეცეპტი უკავშირდება, მათ შორის უნიკალური მეთოდი სტრესისა და დეპრესიის წინააღმდეგ. როგორც ქ-ნი თინათინი ამბობს: “ეფექტური მკურნალობისთვის და დაავადებისგან თავის დასაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორ დიაგნოზს ენიჭება. თითქმის არ არსებობს დაავადება , რომელიც სწორი დიაგნოზის დასმის და სწორად შერჩეული სამკურნალო მეთოდის შემდეგ არ განიკურნება. მრავალი ადამიანი კი, დღეს სწორედ ამ პრობლემის გამო იტანჯება.” ქ-ნი თინათინის სამკურნალო კომპლექსური მეთოდების შედეგებს და ეფექტურობას ასახავს მისი პაციენტების მიერ შთაბეჭდილებათა წიგნში დატოვილი წერილები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
#ირმა წ. “დილიდან დაღამებამდე ვიყავი ცუდად,აბსოლუტურად ყველაფრის მეშინოდა. მქონდა ცუდად გახდომის შიში. ლაპარაკის თავიც არ მქონდა. სიცოცხლე აღარ მინდოდა.მკურნალობის ყველა გზა მოსინჯული მქონდა. ასე უიმედო და სიცოცხლის ხალისდაკარგული მოვედი თინიკო ექიმთან. მან შესძლო სასწაულის მოხდენა და ჩემს პატარა შვილს დედა ხელმეორედ აჩუქა, სიტყვა “მადლობა” არაფერია იმასთან რასაც მე ვგრძნობ და ვუძღვნი თინათინ მაჩაიძეს.”

#დალი მ. ” დიდი ხანია საშინელი ფორმის ნევროზი მაწუხებდა, ვხვდებოდი რომ უმძიმესი ფორმა მქონდა-
შიშები, შიგნიდან კანკალი, მთელი სხეული დამიმძიმდა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, ხალხი შემჯავრდა, ვეღარ ვმგზავრობდი. დღეს შემიძლია ვთქვა რომ ჯანმრთლი ვტოვებ ექიმის კაბინეტს. დიდი მადლობა ქ-ნო თინათინ, ღმერთმა დაგლოცოთ.”
#ინგა გ. ამ წერილს ვტოვებ იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს სასწაული ნამდვილად არსებობს, ჩემს ცხოვრებაში კი სასწაული ექიმი თინათინით ვიწამე. ქალი რომელიც სახლიდან 18 წელი ვერ გამოვდიოდი, მქონდა შიშები დეპრესია, ჩემი კარიერაც ამ დაავადებამ შეიწირა, ოჯახის წევრებსაც ვეღარ ვეგუებოდი, აგრესიული ვიყავი, არავინ და არაფერი აღარ მახარებდა და მთელი ეს პერიოდი იყო ბნელი, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი. ფაქტიურად 18 წელი მკვდარი ვიყავი და ეს პერიოდი მე დავკარგე. ძალით მომიყვანეს თინათინ ექიმთან ჩემმა შვილებმა, თავიდან გავჯიუტდი, მაგრამ როდესაც ქ-ნი თინათინის კაბინეტში აღმოვჩნდი მაშინ გამიჩნდა პირველად დაავადებასთან ბრძოლის სურვილი და მივხვდი რომ ეს ექიმი იყო ის ვისაც ვენდობოდი. მადლობა ღმერთს ეს იმედი არ გამიცრუვდა და ამდენი წლის მერე ფაქტიურად ხელახლა დავიბადე, ძალიან ვნანობ ჩემს თითოეულ დღეს რაც ჩემს ოჯახს გადავატანინე და პატიებას ვთხოვ, მაგრამ ეს იმ დროს არ მესმოდა, ქ-ნო თინათინ არ ვიცი რა სიტყვებით გადაგიხადოთ მადლობა, მიუხედავად ასაკისა მე თქვენ მეორე დედა გიწოდეთ, რადგან თქვენ მე მეორედ დამაბრუნეთ და სიცოცხლის შანსი მომეცით. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ გაჭირვებული ხალხის საიმედოდ. მეამაყებით. მარად თქვენი მადლიერი ინგა.”

დაავადებები კი რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეგიძლიათ მიმართოთ ქ-ნ თინათინს გახლავთ:
1) ნერვული სისტემა_ ნევროზი და მასთან დაკავშირებული ნებისმირი პრობლემები, უძილობა, შფოთვა, დეპრესია,აგრესია,ფობიები (შიშები), აკვიატებული აზრები, თვის ტკივილი, ჰიპერტონია, ენერგიის ნაკლებობა, ოსტეოქონროზი, მარილები, რადიკულიტი, ნერვის ანთება, გაბუჟება კიდურებსა და თავის არეში.
2)საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ნაღვლის ბუშტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი, კოლიტი, ბუასილი.
3) ბრონქიტი, ხველა,ბრონქიალური ასთმა, სისხლძარღვების შევიწროვება.
4)ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულობის გვერდითი მოვლენების მოხსნა.
ვიზიტამდე აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
ტელ: 599 34 55 57; 555 12 78 30

Leave A Reply

Your email address will not be published.