Just another WordPress site

დავით მჭედლიშვილი პერსონა 2018 ის ტიტულს რეგიონში განათლების განვითარებისთვის მიიღებს

0 5,102

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მეხუთედ გაიმართება. პროექტის ფარგლებშუ 50 სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანი მიიღებს ტიტულს. მათ შორის გახლავთ ბატონი დავით მჭედლიშვილი, რომელიც რეგიონში განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდება პერსონა 2018-ზე

1995 წლიდან ბატონ

ი დავითი ხელმძღვანელობდა პროფესიულ კოლეჯს ,,ახალი ტალღა,, რის საფუძველზეც წარსდგა დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2018-ზე. მან ხელი შეუწყო საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალი ტალღას“ იყოს ერთერთი ყველაზე დიდი და მძლავრი პროფესიული სასწავლო დაწესებულება საქართველოში, მისი კურსდამთვრებული გახდეს უპირატესი არჩევანი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვი, ხელი შეუწყო კურსდამთავრებულთა მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრირებას და წარმატებით დამკვიდრებას. კოლეჯი უახლესი აპარატურითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, სტუდენტებისთვის აშენდა სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი. კოლეჯი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს.მისი ძალისხმევით ხორციელდება სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, შედეგად კოლეჯი გამოირჩევა დასაქმის მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით.
რეგიონში მაღალი პრესტიჟიდან და აბიტურიენტთა მზარდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რაცგამოიხატება საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებისას მაღალ კონკურსებში, 2017 წლიდან გაიხსნა კოლეჯის ბათუმის ფილიალი.
იგი გახლავთ სახელმწიფო ჯილდო- ღირსების ორდერის მფლობელი.

Leave A Reply

Your email address will not be published.