Just another WordPress site

გურამ დონაძეს პატიმრობა მიესაჯა/ბუფა რობაქიძის მკვლელობის საქმე

0 1,051

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 18 დეკემბერს, გამმამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გურამ დონაძისა და იმ პირთა მიმართ, რომლებიც 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში იყვნენ ბრალდებულები.

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს მიესაჯა პატიმრობა 5 წლითა და 3 თვის ვადით. გარდა ამისა, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და სამი თვით. იგივე სასჯელი დაეკისრა ირაკლი ფირცხალავასა და დავით იაშვილს. რაც შეეხება ზურა მიქაძეს, მას სასჯელის სახით განესაზღვრა პატიმრობა 5 წლის 3 თვის ვადით და თანამდებობის დაკავება 2 წლია და 3 თვის ვადიათ.

რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მას გაუფრომდა საპროცესო შეთანხმება სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. მას ასევე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაცხადა.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოყვა საქალაქო სასამართლოში.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც დანაშაულს აღიარებს. მისი თქმით, რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიიტანეს, რაშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა. ბაქრაძე 2018 წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ხოლო 30 მარტს 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დანარჩენი ოთხი ბრალდებული დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.


 

Leave A Reply

Your email address will not be published.