Just another WordPress site

გორში ჩაშლილი რეგიონ ფეშენვიკი თბილისში დასრულდება

0 6,189

გორში ჩაშლილი რეგიონ ფეშენ ვიკის დახურვის ცერემონია თბილისში გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა საჯარო ქსელით განაცხადეს. ფეშენ ვიქის ბანერი უკვე დამზადებულია სადაც გორის მუნციპალიტეტის მერიის ლოგო არ გახლავთ განთავსებული. შეგახსენებთ , რომ რეგიონ ფეშენ ვიკი გორში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გორის მერია მას პარტნიორობას უწევდა. თუმცა 22 ივლის განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო ფეშენ ვიკის დახურვის ცერემონიალის დღე გორში ჩაიშალა.

კვირეულის დახურვას თბილისში ელიტური კლუბი კლუბი ბლექ სოხო უმასპინძლებს , რომელიც შარდენზე მდებარეობს.

როგორც ცნობილი ხდება დახურვის ცერემონიალს გორელებიც დაესწრებიან , რომელთა შორის გორის მერიის წარმომადგენლები არ იქნებიან.  შეგახსენებთ რომ 5 აგვისტოს კვირეულის დახურვის დღეს ნუგზარ კვანტალიანი, პაატა თედიაშვილი, გიორგი მასხულია ლიზი მამულაშვილი, მაია კაცაძე და მარიამ შოშიაშვილი კოლექციებს წარადგენენ. ღონისძიებას 100 მოწვეული სტუმარი დაესწრება.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.