Just another WordPress site

გიორგი გახარია შსს ვერ იქნება მედიატორი ორ ძალას შორის 17 მაისის ღონისძიებებზე

0 1,599
article

გიორგი გახარია “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით: ორივე მხარეს გავაცნობთ ობიექტურ რეალობას და რისკების შეფასებას, ასევე, პირობებს – რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ღონისძიებების დროს, ქალაქში რაიმე გართულება არ იყოს

“ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრულად აცნობიერებს და აფასებს რისკებს, თუმცა ასევე, მინდა გითხრათ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ძალას შორის მედიატორი ვერ იქნება.

ჩვენი ამოცანა არის მართლწესრიგი და ჩვენი მოქალაქეების დაცვა. წინასწარ, ორივე მხარეს გავაცნობთ ობიექტურ რეალობას და რისკების შეფასებას, ასევე, პირობებს – რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ღონისძიებების დროს, ქალაქში რაიმე გართულება არ იყოს. ეს ყველაფერი ორივე მხარისთვის თხოვნის და მოთხოვნის სახითაც კი იქნება წაყენებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.