Just another WordPress site

განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2019 -ს ანა უსტიაშვილი მიიღებს – ანა უსტიაშვილი: ,,სკოლა ახალი თაობის მიზანია ბედნიერი ბავშვის წარმატებულ ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბება”

ანა უსტიაშვილი: ,,სკოლა ახალი თაობის მიზანია ბედნიერი ბავშვის წარმატებულ ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბება"

0 3,989

 

განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2019 -ს ანა უსტიაშვილი მიიღებს

ანა უსტიაშვილი: ,,სკოლა ახალი თაობის მიზანია ბედნიერი ბავშვის წარმატებულ ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბება”

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა საქართველოში 2013 წლიდან იმართება, პროექტი სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის 50 წარმატებულ ადამიანს ავლენს და აჯილდოებს, განათლება, კულტურა, ბიზნესი, სამოქალაქო სექტორი, მედია სექტორი და სხვა ეს ის სფეროებია, რომლის განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის 21 ადამიანისგან შექმნილი ბორდი ქვეყნის წარმატებულ ადამიანებს წარუდგენს საზოგადოებას და პერსონას ტიტულს ანიჭებს, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა წლებში დაჯილდოებულები არიან  ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, ლეილა აბაშიძე, გივი ბერიკაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, მარიკა კვალიაშვილი, ნუკრი კაპანაძე, მანანა თოდაძე, ნოდარ ემხვარი, ბესი იაშვილი ირმა კახიძე და სხვები.  პერსონა 2019 -ის საზემო გახსნის ცერემონიას ამა წლის 29 მასს რესტორანი კომპლექსი პატრიოტი პომპეზურად უმასპინძლებს პროექტის ორგანიზატორებს, ბორდის წევრებს და პერსონა 2019 ზე წარდგენილ წარმატებულ ადამიანებს, რომელთა შორის გახლავთ არაჩვეულებრივი, ბევრი ღირსების მატარებელი ქალბატონი ანა უსტიაშვილი.

 

ანა უსტიაშვილი 30  წელია   საგანმანათლებლო სფეროში აქტიურად არის ჩართული.1989-1994 წლებში ის ქალაქ თბილისის 124 -ე საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობდა.1995 -1999 წლებში  იგი კერძო სკოლა ‘’დავითიანის’’ თანადამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე იყო.2000 წელს ანა უსტიაშვილმა დაარსა სკოლა ‘’მწიგნობარი’’ – დაწყებითი საფეხურის სკოლა,   რომელსაც 2018 წლის პირველ აპრილამდე  ფუნქციონირებდა. 2018 წელს  დაარსა სკოლა ‘’ახალი თაობა’’  – დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებით.2005 წელს ანა უსტიაშვილმა დაარსა ბაგა-ბაღი ‘’ცეროდენა’’ , რომელიც დღემდე ინარჩუნებს პრესტიჟული ბაღების სტატუსს.ანა უსტიაშვილი არის  სკოლა,,ახალი თაობის“დამფუძნებელი და დირექტორი. გარდა ამისა, ის  ასევე  არის სკოლამდელი აღზრდის ბაგა-ბაღ,,ცეროდენას“ გენერალური დირექტორი, რომელსაც 2015 წელს საქართველოს ბრენდის წოდება მიენიჭა. ამავდროულად, ანა უსტიაშვილი 2015 წლიდან საქართველოს კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის პრეზიდენტია.

სკოლა რომელსაც ქალბატონი ანა უსტიაშვილი ხელმძღვანელობს  ,,ახალი თაობა“ 2018 წლის 03 აპრილს დაფუძნდა.  სკოლის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია პროფესიონალიზმი და ხარისხი. დირექცია მაქსიმალურად ცდილობს,  გამოიყენოს ყველა არსებული რესურსი თუ ბერკეტი რათა სკოლა მთელ ქალაქში სანიმუშო იყოს.  სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში. აწყობს საინტერესო შეხვედრებს. დიდი ყურადღება ექცევა ესთეტიკურ აღზრდას. სკოლის მოსწავლეებს აქვთ საკუთარი ფორმა სკოლის ლოგოთი. ხშირად ტარდება ლიტერატურული ღონისძიებები, ეწწყობა შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.  დასახულ მიზნებსა დაკისრებულ ფუნქციებს სკოლა ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

სკოლას აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საჭირო ატრიბუტიკა.

სკოლა აცნობიერებს იმ ვალდებულებას, რაც მომავალი, ახალი თაობის სწავლა-აღზრდასათვის მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. სკოლა შინაგანაწესის, დებულების, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასკოლო სასწავლო გეგმისა და სხვა რეგულაციებზე დაყრდნობით, შეძლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას, სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფილ, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო სასკოლო გარემოში.

სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სარელაქსაციო სივრცით, სააქტო და სპორტული დარბაზებით. მემორანდუმების საფუძველზე, სკოლის  ურთიერთთანამშრომლობა პარტნიორ დაწესებულებებთან – საზოგადოებრივი კოლეჯები ,,სპექტრი“ და ,,იკარუსი“, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საშუალო საფეხურის მოსწავლეებს დაეხმარება პროფორიენტაციაში, განათლების დაგემვასა და მომავალი გზის სწორად არჩევაში.

სკოლის ამოცანებია

  • სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი სწავლებისა და აღზრდის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე;
  • მოზარდისათვის თვითაქტუალიზაციის შესაძლებლობების მიცემა;
  • მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მოპოვებაში ხელშეწყობა;
  • სოციალური დაცვის მიზნით, გარემოში არსებული რისკფაქტორების შესწავლამართვა, ოჯახური პრობლემებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში დახმარება;
  • დაინტერესებული მოსწავლეებისათვის თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • სკოლის მატერიალურტექნიკური ბაზის სრულყოფა, აღჭურვა ტანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით;
  • მოსწავლისათვის ცნობისმოყვარეობის, კითხვების დასმისა და მოსმენის უნარის გავითარება;
  • მოსწავლისათვის თვითრწმენის, თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაგანვითარებაში ხელშეწყობა;
  • ორგანიზატორული ჩვევების მიცემა;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტრენიგების ორგანიზება.

ანა უსტიაშვილი:  ,,სკოლის ხედვაა შემოქმედებითი, ბედნიერი ბავშვის – წარმატებული პიროვნების, მიზანდასახული, კომუნიკაბელური, პიროვნული ღირსების მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისი აკადემიური, სოციალური, ესთეტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება; მოსწავლისათვის პატივისცემის, თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის უნარის განვითარება, განათლების ხარისხზე ორიენტირებული და საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოსა და გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა. სკოლა ,,ახალი თაობის“ მისიაა ხელი შეუწყოს მოსწავლეს ზოგადი განათლების სამივე (დაწყებით, საბაზო და საშუალო) საფეხურზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარებასა და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში; შეუქმნას სწავლის ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სასკოლო გარემო; უცხოური ენების გაძლიერებული სწავლებითა და გაცვლით პროგრამებში ჩართულობით მისცეს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი სრულფასოვანი აკადემიური განათლება.  დაეხმაროს მოსწავლეს თავისი მომავალი გზის სწორად არჩევასა და ტოლერანტი, საკუთარი და სხვისი უფლებების დამცველ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.”

Leave A Reply

Your email address will not be published.