Just another WordPress site

გაზის აფეთქებას დიდ დიღომში სამი ადამიანი ემსხვერპლა

0 2,601

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი.

როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშავებული ადამიანები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათშორის იაშვილის კლინიკაში ექვს არასრულწლოვანია მოთავსებული. ერთი არასრულწლოვანი კი იმედის კლინიკაშია მოთავსებული , რომელიც მედიკოსების განცხადებით უკიდურესად მძიმეა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან პრემიერი და თბილისის მერი .  იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მოსანახულებლად დავით სერგენკო და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბვშვილი მივიდნენ.

ფოტო: ინტერპრეს ნიუსის.

Leave A Reply

Your email address will not be published.