Just another WordPress site

გაგრძელდება თუ არა ვალების განულების პროგრამა!

0 613

სესხი უკვე 600 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუნულდა

ბოლო მონაცემებით, სესხების განულების პროექტით ვალი 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერა. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერმინისტრის განმარტებით, ეს ერთჯერადი სოციალური მხარდაჭერის აქტია, მაგრამ ამავე დროს „ეს არის ძალიან ძლიერი ნაბიჯი, გადადგმული მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, რათა საქართველოში სიღარიბის დაძლევის ტემპები გავზარდოთ“, – თქვა ბახტაძემ.

პრემიერმის თქმით, ხელისუფლება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს და ერთ-ერთი რეფორმა, რომელიც შემდეგ წელს გატარდება არის სასტარტო კაპიტალზე წვდომა.

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 604 ათას 797 მსესხებლის, 1,302,750 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,933,145,876 ლარია.

ვებგვერდზე ატვირთულია 38 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხდება

Leave A Reply

Your email address will not be published.