Just another WordPress site

ბიოენერგოთერაპევტი თინათინ მაჩაიძე პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

0 38,356

 საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა  წელს მეხუთედ გაიმართება, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის სულ 50 ადამიანი დაჯილდოვდება, მათშორის მედიკოსები. გასულ წლებში დაჯილდოებულები არიან ისეთი ექიმები,  რომლებიც გახლავთ პროფესორი ბესი იაშვილი, პროფესორი გიორგი გალდავა, პროფესორი ზვიად მათოშვილი და სხვები. პერსონა 2018 ის გახსნის ცერემონია 30 სექტემბერს გაიმართება, ხოლო დაჯილდოების გალა ღონისძიება კი წლის ბოლოს 22 დეკემბერს. აქვე წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივ ქალბატონს მედიკოს, ექიმ თერაპევტს თინათინ მაჩაიძეს, რომელიც  პერსონა 2018 ის ტიტულდ მიიღებს.

  ექიმი ბიოენერგოთერაპევტი, საერთაშორისო კლასის მკურნალი, ბიოენერგოთერაპევტთა ამერიკა-კანადის საერთაშორისო ასოციაციის წევრი თინათინ მაჩაიძე არატრადიცილუი მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2018 ტიტულს მიღებს.

ქალბატონი თინათინის უტყუარი დიაგნოზისა და მკურნალობის კომპლექსური, უნიკალური მეთოდის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. მას პაციენტები  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საბერძნეთიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ამერიკიდან ჰყავს.

ის სასწაულებრივი ძალა, რომელიც ქალბატონი თინათინის მადლიანი ხელებიდან მოდის, ვიდეოკამერამაც დააფიქსირა-მისი ენერგია მზესავით ანათებდა და რა გასაკვირია, ქალბატონი თინათინი ამ ენერგიით უამრავ პაციენტს უბრუნებს დაკარგულ იმედს. უკვე სამი ათეული წელია, რაც მასზე ლეგენდები დადის ამიტომაც ექიმის კაბინეტთან უწყვეტი რიგია.

თინათინ მაჩაიძეს ცნობილმა წინასწარმეტყველმა ვანგან უწინასწარმეტყველა, რომ უამრავი ადამიანის განკურნებას შეძლებდა. მანვე უთხრა „მესამე თვალი“ აგეხილება და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს დაინახავო. ვანგამ თინათინ მაჩაიძეს მსოფლიო აღიარებაც უწინასწარმეტყველა.

გაიხსენეთ წინასწარმეტყველი ვანგასთან ვიზიტის ემოციები.

მაშინ ვანგას გაოცებული ვუსმენდი, რაც დრო გადის, დიდი ნათელმხილველის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა მიცხადდება. ეგრედ წოდებული „მესამე თვალი“ მართლაც ამეხილა-უტყუარი დიაგნოზის დასმა შემიძლია. ერთი თვალის შევლებით ვსვამ დიაგნოზს, იმასაც ვგრძნობ, ძალა თანდათან როგორ მემატება. ყოველდღიურად ჩემი შასაძლებლობები მაქსიმუმს აღწევს

ქალბატონო თინათინ, კონკრეტულად, რა დაავადებებს კურნავთ?

ნერვული სისტემის მოშლილობებსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, თავის ტკივილებს, უძილობას, ოსტეოქონდროზს, რადიკულიტს, ნერვის ანთებას, სახსრების დაავადებეს, მარილებს, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ქრონიკულ ბრონქიტს, უნებლიე და ხშირ შარდვას ბავშვებსა და მოზარდებში, გინეკოლოგიურ დაავადებებს და მრავალ სხვას.

რატომ გიწოდებენ სასწაულმოქმედს?

საკუთარ თავზე საუბარი მეუხერხულება, რადგან მიმაჩნია, რომ ყველას სათქმელს გაკეთებული საქმე უკეთ ამბობს, მაგრამ, რადგან მეკითხებით გეტყვით, რომ მრავალი უმძიმესი შემთხვევა მქონია, როდესაც იმედგაცრუებულ პაციენტს, სიცოცხლის ხალისს ვუბრუნებ, მისთვის ეს სასწაულია და ამიტომ ეს შეფასება, ჩემი მადლიერი პაციენტებიდან მოდის.

რამოდენიმე წლის უკან, თქვენ საწაული მოახდინეთ, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა და თქვენ, კი ის 30 წუთის შემდეგ ცხოვრების რიტმს დაუბრუნეთ.

მამამ გოგონა ახლობლების რჩევით ჩემთან მოიყვანა. მისი მდგომარეობის გასაანალიზებლად, ჯერ მამას გავესუბრე. გოგონა მოსაცდელსი იჯდა. უცებ ხმაური ატყდა, როცა გავედი გოგონა, ფაქტიურად მკვდარი იყო. დღესაც არ ვიცი, რა ძალამ მიბიძგა და რატომ დავიწყე სიცოცხლისთვის ერთი შეხედვით „უაზრო“ ბრძოლა. მოხდა სასწაულიც, რამოდენიმე წუთის შემდეგ გოგონამ სუნთქვა დაიწყო. თანდათან გონებაც დაუბრუნდა. ბედნიერებაა უფალმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გამაკეთებინა.

ოდესმე მსგავსი შემთხვევა გქონიათ?

უცხოეთში, კერძოდ ბულგარეთის აეროპორტში, ჩემს თვალისწინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. იქაც არ დავზოგე თავი და სიცოცხლე დაუბრუნე.

ერთი უცნაური შემთხვევაც გამახსენდა, სოფელში სტუმად ვიყავი, ბავშვები მკვდარ ხბოს ცრემლიანი დასტრიალებდნენ,  ძალიან ნერვიულობდნენ, გულწფელად შემეცოდნენ. უცებ ჩემდა უნებურად სიანსის ჩატარებას შეუდექი და რამოდენიმე წუთში ხბომ თვალები გაახილია და სიარული დაიწყო.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფლის ნებაა.

ქალბატონო თინათინ, რა მეთოდებს იყენებთ?

კომპლექსური მკურნალობის მეთოდებს- ბიოენერგო და ფსიქოთერაპიულ, მანუალურ და ფიტოთერაპიულ მეთოდებს. ასევე ვმკურნალობ მალამოებით, საფენებით, მასაჯებით და ა.შ. სწორეს კომპლექსური მკურნალობა, მაძლევს საშუალებას, უმარავ სენს შევებრძოლო. ბევრი პაციენტი ქირურგიული ოპერაციისაგან მიხსნია.

ბედნიერი ვარ, უფალმა განკურნების ნიჭი, რომ მიბოძა.

ძალიან ხელსაყრელია თქვენი პაციენტისათვის ის ფაქტორი, რომ უტყუარ დიაგნოზს თავადვე უსვამთ.

ამაში გეთანხმებით, სამწუხაროდ, ზუსტი დიაგნოზის დასმა, ამჟამადაც, კვლავ პრობლემად რჩება. იმაში, კი ყველა დამეთანხმება, რომ სწორი დიაგნოზის დასმა განკურნების საწინდარია. ჩვენთან ბევრი ისთი პაციენტი მოდის, რომელთაც ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვევს, ამის გარეშე, ხომ მკურნალობაც უშედეგოდ წარიმართება. გარდა იმისა, რომ ჩემი პაციენტები იკურნებიან, ბიოენერგოთერაპიული სეანსების კურსის დასრულების შემდეგ მათ ემატებათ ენერგია, ხალისი, საკუთარი თავის რწმენა და სიცოცხლის სიყვარული, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ ცხეულის სიჯანსაღე სწორედ სულიერ სიჯანსარესა და კარგ განწყობაზეა დამოკიდებული.

Leave A Reply

Your email address will not be published.