Just another WordPress site

ახლად აღმოჩენილი მუმია რომელიც ცოცხალ ადამიანს გავს

0 924

ჩინეთის ქალაქ ტაიჯოუში, საგზაო სამუშაოების დროს, მუშებმა შემთხვევით 700 წლის მუმია აღმოაჩინეს. სპეციალისტების შეფასებით, მუმია იდეალურ მდგომარეობაშია. ასევე ნაპოვნია ორი სამარხიც, რომლებსაც თავდაპირველი სახეები სრულად აქვთ შენარჩუნებული. იქ ზუსტად არის ასახული, თუ როგორ ცხოვრობდნენ 700 წლის წინ. არქეოლოგები, თავდაპირველად, გაოცებულები დარჩნენ მუმიის კანით, თმით, წამწამებით. მუმია ახალ გარდაცვლილ ადამიანს ჰგავდა. 1,5 მეტრის სიგრძის მუმია კუბოში იყო ჩასვენებული, სადაც ყავისფერი სითხე ესხა. მიუხედავად იმისა, რომ სამარხი, დაახლოებით, 1 თვის წინ აღმოაჩინეს, კუბო პირველ მარტს გახსნეს. გახსნის დაგვიანების მიზეზი სპეციალური პროცედურები და გამოკვლევები იყო. მუმიას მინგის დინასტიის ტრადიციული სამოსი ეცვა, ხოლო კუბოში იყო ძვლები, კერამიკის ჭურჭელი, ანტიკური ნაწერები და სხვადასხვა ნივთი.

Leave A Reply

Your email address will not be published.