Just another WordPress site

ახალგაზრდა მომღერალი თათია კობალაძე პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

0 14,383

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება. ამ ხნის განმავლობაში პროექტმა საზოგადოების ნდობა და აღიარება მოიპოვა. პროექტის ფარგლებში სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად წარმატებული ადამიანები ჯილდოვდებიან. მათ შორის პროექტი წარმატებულ და პროფესიონალ ახალ სახეებსაც ავლენს სპეციალურად მოწვეული ბორდის მეშვეობით. თათია კობალაძე ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალია, მას უკრაინაში უფრო კარგად იცნობენ ვიდრე საქართველოში ის უყვართ როგორც მომღერალი და პატივს სცემენ მას. საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2018 ის ბორდის გადაწყვეტილებით თათია კობალაძე  ვოის პერსონა 2018 ის ტიტულს  მიიღებს. პროექტის საზეიმო გახსნა  5 ოქტომბერს გახლავთ დაგეგმილი, ხოლო დაჯილდოების ცერემონია კი ამა წლის ბოლოს 22 დეკემბერს გაიმართება. თათია კობალაძემ  წლების წინ შვიდი წლის ასაკში თავისი  წარმატებული გამოსვლით  ფესტივალზე , ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანპრი მოიპოვა, მაშინ სიმღერა  საქართველოზე იმღერა. თათია კობალაძეს მუსიკათ მცოდნეები წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. ამის მერე დაიწყო ახალგაზრდა მომღერლის საკონკურსო ცხოვრება და ბევრი ჯილდო საერთაშორისო კონკურსებზე.
თათია კობალაძემ დაამთავრა თბილისის 21-ე სამუსიკო სკოლა შვიდწლედი. ასევე წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სასწავლებელი საესტრადო ვოკალის განხრით! 2015 წელს საქართელოს სახელით გავიდა უკრაინის იქს-ფაქტორზე და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მოიპოვა უკრაინელი ხალხის სიყვარული და აღიარება. დღეს ის საქართველოშია თუმცა ხშირად აქვს გასტროლები მეზობელ ქვეყნებში.

Leave A Reply

Your email address will not be published.