Just another WordPress site

აჭარაში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება

0 3,854

ქ. ბათუმში, 2019 წლის 30 მაისს, დასაქმების ფორუმი გაიმართება, ფორუმს უმასპინძლებს სასტუმრო შერატონ ბათუმი. ამ თემაზე ფორუმის ერთერთ ორგანიზატორს ,,კონსტუტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელს ქ-ნ ირმა კახიძეს ვესაუბრეთ.

საკმაოდ კარგი და საჭირო ინიციატივაა დასაქმების ფორუმის ჩატარება, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემა.
გეთანხმებით, მართლაც კარგი ინივიატივაა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო“-ს და მის ხელმძღვანელს ბ-ნ თემურ კახიძეს, სწორედ მათი ინიციატივითა და დაფინანსებით ხორციელდება ეს მეტად მნიშვნელოვანი პროექტი.

- Advertisement -

დასაქმების ფორუმის მიზანია დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების კომუნიკაციის ორგანიზება. ფორუმში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს მიაწვდიან ინფორმაციას მათი საქმიანობის, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ.

სამუშაოს მაძიებლების ჩართვა როგორ ხდება ფორუმში?
სამუშაოს მაძიებლებმა, რომლებსაც სურთ მონაწილეობის მიღება დასაქმების ფორუმში უნდა შაევსონ სამუშაოს მაძიებლის ფორუმში მონაწილეობის რეგისტრაციის ფორმა რეგისტრაცია ელექტრონულად https://forum.hrajara.gov.ge/

სად და როდის ტარდება ფორუმი?
ფორუმი ჩატარდება სასტუმრო ,,შერატონი“-ს საკონფერენციო დარბაზ “Camellia“- ში
მიმდინარე წლის 30 მაისს და გაგრძელდება დღის 12 :00 სთ დან 16:00 საათამდე.

რომელი სფეროებიდან იქნებიან დამსაქმებლები წარმოდგენილი?

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში ოპერირებადი წამყვანი კომპანიები სხვადასხვა სფეროებიდან: დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა და დისტრიბუცია; მშენებლობა; სასტუმროები;რესტორნები და სამორინეები; საკრედიტო და სადაზღვევო ორგანიზაციები; ტრანსპორტი; ლოჯისტიკა და კავშირგაბმულობა; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განათლება.

გარდა დამსაქმებლებთან კომუნიკაციისა, რას სთავაზობს ფორუმში მონაწილეებს ფორუმის ორგანიზატორები?
ფორუმის მსვლელობისას ჩვენი წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს დაეხმარებიან სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებში და კონსულტირებას გაუწევენ რეზიუმეს მომზადებაში, უზრუნველყოფენ რეზიუმეების ბეჭდვასა და სამუშაოს მაძიებლების ინტერესის სფეროს მიხედვით გადამისამართებას დამსაქმებელ კომპანიებთან. დამსაქმებელებთან ეფექტურად წარდგენის მიზნით ფორუმზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები საჩუქრად მიიღებენ ტრენინგს თემაზე: ,,სამუშაოს მოძიების ტექნიკა, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებაზე მოქცევის წესები“

ფორუმზე დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი ვაკანსიები საქართველოს მასტაბით იქნება?

არა, ფორუმზე მონაწილე დამსაქმებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი იქნება მხოლოდ რეგიონში არსებული ვაკანსიები.
როდემდე გრძელდება რეგისტრაცია დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების?
სამუშაოს მაძიებლებისთვის რეგისტრაცია მიმდინარე წლის 12 მაისის ჩათვით არის შეასაძლებელი, ხოლო დამსაქმებელი კომპანიებისთვის რეგისტაციის ბოლო ვადა 20 მაისია.

ესაუბრა იოსებ კავკავკავაშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.