Just another WordPress site

აშიშვლებენ თუ არა ქართველ ქალ პატიმრებს!

0 222

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ პირველ არხს სამინისტროში განუცხადეს. ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის  ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება. აღიშნულთან დაკავშირებით პატიმრებმა საპროტესტო წერილი შეადგინეს, რომელსაც ხელს 150 მსჯავრდებული აწერს. ისინი შემოწმების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეურაცხმყოფელად აფასებენ და ანგარიშის ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად თავდაპირველად, გუშინ შიმშილობა 40-მა ქალმა დაიწყო , თუმცა მათი მოგვიანებით 109-მდე გაიზარდა. შედგენილია შესაბამისი ოქმები. სამინისტროს ინფორმაციით, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში 28 ივნისს გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ გამოიყენება. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გუშინვე გაავრცელა განცხადება, რომ უწყება არ იზიარებს ანგარიშში – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ მითითებულ დასკვნებს და აცხადებს, რომ პატიმართა შემოწმების მოქმედი პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

Leave A Reply

Your email address will not be published.