Just another WordPress site

ანა მოლაშვილი წარმატებული ემიგრანტი ქალის ოცნება

0 1,250

ანა მოლაშვილი ემიგრანტი ქალბატონია , რომელიც უკვე წლებია იტალიის ქალაქ პალერმოში ცხოვრობს. ქალაქ ყვარელში დაბადებულ და გაზრდილ ანას ბავშვობიდან უყვარდა მუსიკა,   ანას მშობლები დაეხმარნენ მუსიკის სიყვარულში და იგი მუსიკალურ სასწავლებელში მიაბარეს , რომელიც წარჩინებით დაამთავრა. შემდგომ კი სწავლა ზაქარია ფალიაშვილის 2 – სამუსიკო სასწავლებელში საფორტეპიანო განხრით განაგრძო. ხოლო უკვე შემდგომ  კი სწავლა საზღვრებსგარეთ გაიღრმავა.  იგი როგორც მოგახსენეთ ქალაქ პალერმოში ცხოვრობს და მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობს. ანა მოკაშვილი წარმატებით გამოდის სხვადასხვა კონცერტებზე  იტალიაში . იგი გახლავთ კონცერტმაისტერი, კომპოზიტორი და პიანისტი. წარმატებული ქალბატონს ოცნებად აქვს გადაქცეული საქართველოში მისი შემოქმედებითი საღამოს გამართვის და ამ ოცნების ახდენაში სულ მალე მისი მეგობრები და ორგანიზაცია საქართველოს ტრადიციული კულტურისა და ხელოვნების გაერთიანება ქართველი დაეხმარება.

ანა მოლაშვილი გასულ წელს წარმატებული ემიგრანტი ქალი პერსონას ტიტულით დაჯილდოვდა. ხოლო ორგანიზაცია ქართული გვარების მიერ მას საპატიო წევრის ტიტული მიენიჭა.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.