Just another WordPress site

ავადდებიან თუ არა სიმსივნით ც ჰეპატიტის პროგრამით ნამკურნალევი პაციენტები !?

0 359

ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ბევრს საუბრობდნენ და ალბათ ბევრსაც ოსაუბრებენ, ამ პროგრამაში ჩართულ პაციენტებს გარკვეულმა პირებმა საექსპერიმენტო პაციენტებიც უწოდეს. თუმცა ფაქტია, რომ პროგრამა წარმატებით მუშაობს საქართველოში და ამ პროგრამის მედიკამენტმა უკვე ბევრი პაციენტი აბსოლიტურად განკურნა. დღეს თურქეთის ერთ ერთი წამყვანი კლინიკის ქართველი მრჩეველი მალენა ბერიკაშვილი აცხადებს რომ საქართველოში სიმსივნეების რიცხვმა იმატა და ამის ერთერთი ფაქტორი ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაა:

მალინა ბერიკაშვილი: კი­დევ ერთ პრობ­ლე­მა­ზე შე­ვა­ჩე­რებ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. ეს არის C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვინც ამ პროგ­რა­მით მკურ­ნა­ლობს, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის, ორი წლის თავ­ზე ჩვენ­თან სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით ჩა­მო­დი­ან. ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­ნერგვით ვინც გა­დარ­ჩა, გა­დარ­ჩა, სხვე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ, ზოგს ოპე­რა­ცი­ამ ვერ უშ­ვე­ლა… მა­ნამ­დე ამ ადა­მი­ა­ნებს არ ჰქო­ნი­ათ სიმ­სივ­ნე და ამ მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ვი­თარ­დათ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ლი­ზე­ბი ასე აჩ­ვე­ნებს და კვლე­ვა იყო არას­წო­რი? არ ვიცი, პროგ­რა­მის წამ­ლე­ბი იწ­ვევს პრო­ვო­ცი­რე­ბას?!. ამ პროგ­რა­მის წამ­ლებს თურ­ქეთ­შიც სვა­მენ და სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით შემ­დგომ არა­ვინ მო­დის ჩვენ­თან”

მალინა ბერიკაშვილის ამ განცხადებას ქართველი ინფექციონისტები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უპასუხისმგებლოს უწოდებენ და აცხადებენ , რომ მედიკამენტი , რომლითაც ც ჰეპატიტის პროგრამის პაციენტებს მკურნალობენ დიდი ხანი გადიოდა კვლევას და აბსოლიტურად გამორიცხულია სიმსივნის განვითარების რისკი.  მაია ბუწაშვილი, ექიმი ინფექციონისტი: მედიკამენტი რომლითაც პაციენტები პროგრამის ფარგლებში იღებენ გამოკვლეულია მეცნიერების მიერ და დადასტურებულია, რომ ის არ იწვევს არანაირ სიმსივნეს პირიქით. საერთაშორისო და ჩვენმა პრაქტიკამაც გვიჩვენა რომ ამ მედიკამენტით მკურნალობა მაღალ ეფექტურია ღვიძლის მაღალი დაზიანების ხარისხშიც კი. ჩვენ გვყავდა პაციენტები რომლებსაც ქონდათ  ციროზი და მათგან უმრავლესობას მკურნალობის შემდგომ ფიბროზის უკუ განვითარება ქონდათ, ანუ ღვიძლის დაზიანების და ფიბროზის ხარისხმა ნამკუნალევ პაციენტებში იკლო ვირუსისგან განკურნების პარალერულად. თუმცა გვაქვს შრმთხვევები როდესაც ღვიძლის სიმსივნე განვითარდა მაგრამ ეს არ უკავშირდება ამ პროგრამას და მედიკამენტს. ეს იყო ღვიძლის დაზიანების შორს წასული ფორმა ანუ ციროზი. ასე რომ ქალბატომა , რომელმაც ეს განცხადება გააკეთა იყო უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელი.

 

„საკითხი პირიქით არის, ანტივირუსულ მკურნალობას სიმსივნის პრევენციის ეფექტი აქვს. მარტივი მიზეზის გამო, მექანიზმი ის არის, რომ ვირუსისგან განკურნება იწვევს იმას, რომ ფიბროზის ხარისხის უკუგანვითარება ხდება და ციროზის რისკი მცირდება. ღვიძლის კიბოს (კარცინომის) რისკი კი ციროზის შემდეგ დგება.

 

ეკა ადამია, რომელიც გახლავთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი აცხადებს: 

„უპასუხისმგებლო განცხადებაა. არაფრით არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო განცხადების გაკეთება, როცა ქვეყანაში მსოფლიო დონის პროგრამა  მიმდინარეობს, რომელსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება შემოჰყურებს და რომელსაც ისეთი ორგანიზაციები უჭერენ მხარს, როგორიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის მწარმოებელიც გვერდზე გვიდგას და გვაძლევს წამალს. ეს არის დანაშაული. ასეთ შემთხვევაში ნერგავ ეჭვს და მერე გვიწევს დიდი ძალისხმევის ჩადება, რომ თავის რელსებზე დავაბრუნოთ ეს პროგრამა. ასეთი განცხადებებით, ადამიანებს ვუკარგავთ შანსს, რომ განიკურნონ.

ეს ტყუილია და არ ეფუძნება არანაირ სტატისტიკას. მაშინ, როცა ჩვენ სწორედ იმ ადამიანების მოზიდვას ვცდილობთ, რომლებიც ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ დგანან. თქვენ იცით რომ ოფიციალური მონაცემებით, პროგრამაში ჩართული 50 000 პაციენტისგან 98% განიკურნა.“, – ამბობს ეს ადამია.

მოამზადა იოსებ კავკავაშვილმა

 

Leave A Reply

Your email address will not be published.