Just another WordPress site

სოფიო კილაძე: პანკისში მიმდინარე მოვლენები არის სამწუხარო

0 2,068

პარლამენტარი სოფიო კილაძე ფეისბუქგვერდიდან პანკისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჩვენ პოსტს  უცვლელად გთავაზობთ.

სოფიო კილაძე: პანკისში განვითარებული მოვლენები არის ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი. ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. თუ მოსახლეობის ნაწილს აქვს პროტესტი ჰესთან დაკავშირებით, უნდა მოვუსმინოთ და შევეცადოთ დავარწმუნოთ მისი აშენების აუცილებლობაში. მეორე მხრივ, არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და მათი პატივისცემა სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თითეულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიციელსაც. მიუღებელია ის ძალადობა, რაც ვიხილეთ. ვფიქრობ, შეიძლებოდა ამ დაპირისპირების თავიდან აცილება. მაქვს განცდა, რომ გარკვეულმა მტრულმა ძალებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიყენეს სათავისოდ და სიტუაციის ესკალაციისთვის. არეულობა და დაპირისპირება მხოლოდ ჩვენი შიდა და გარე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ბეწვის ხიდზე გავდივართ. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების გონიერების. ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება მშვიდობიანი გზით, მთავარია ეს მოვინდომოთ.

Leave A Reply

Your email address will not be published.