Just another WordPress site

მამუკა ბახტაძე: საპარლამენტო მოდელი ქვეყანას წარმატებას მოუტანს

0 630

მამუკა ბახტაძე: 2019-20 წლებში საბიუჯეტო რესურსი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება
მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპარლამენტო მოდელი არის ის მოდელი, რომელიც ქვეყანას წარმატებას მოუტანს და ამ მოდელით შეძლებს პრობლემების დაძლევას. ამის შესახებ მან “ქრონიკის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

- Advertisement -

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ძალიან კარგად აქვს ხელისუფლებას გააზრებული ის გზავნილები, რაც არჩევნების პერიოდში ხალხისგან მიიღო, და ეს გზავნილები 2019 წლის პრიორიტეტებში ასახულია.

მან ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო პერიოდსაც, რაც მისი თქმით, სრულიად მიუღებელი და ამორალური იყო. “ასეთი ბინძური პოლიტიკური კამპანია არ ვიცი სადმე თუ ჩატარებულა, პიროვნული თავდასხმები ხდებოდა ქალ კანდიდატზე, იყო დეზინფორმაციის ზღვა და ფეიკნიუსები. ხილული გაჩნდა, ის რომ ე.წ. რუსული რბილი ძალა გააქტიურდა წინასაარჩევნოდ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, მეორე ტური დემოკრატიის კიდევ ერთი სიგნალია. ამასთან, ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ ჩაატარა ანალიზი თუ რატომ მიიღეს მეორე ტური. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის გეგმა, რომელიც წარვადგინეთ ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევს რაც ქვეყნის წინაშეა. გავაანლიზეთ და ვხედავთ, რომ მმართველობით სისტემაში ხარვეზები გვქონდა და ხშირ შემთხვევაში ჩავარდნებიც. მე განვაცხადე, რომ რეგიონული მართვის სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და ამ მიმართულებით ბევრი სიახლეც განვახორციელეთ და ბუნებრივია დავხვეწავთ მმართველობით სისტემას შემდეგი თვეების განმავლობაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ 2019-2020 წლებში საქართველოს საბიუჯეტო რესურსი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება. “რა თქმა უნდა, ეს რესურსი არ იქნება საკმარისი, რომ საქართველოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა გადაიჭრას, მაგრამ ეს საკმარისი იქნება რომ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და მინიმალური ეკონომიკური პრობლემები გადავჭრათ”, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩვენ რომ ამას მივაღწიოთ საჭიროა მმართველობითი სისტემა იყოს ფოკუსირებული და გამოირჩეოდეს მაღალი ეფექტურობით. ჩვენ გვქონდა ჩამორჩენები და ხარვეზები, ამას უმოკლეს ვადაში გამოვასწორებთ და სწრაფად უნდა ვიაროთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.