Just another WordPress site

ლანდა მასხულია: ,,სენაკის ახალდანიშნულ მერს უსამართლოდ ებრძვიან”

0 666

სამხარეო გაზეთ მრწამსის რედაქტორი აფხაზეთის და ცხრა აპრილის ომის ვეტერანი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი , პუბლიცისტი ლანდა მასხულია მიმართვას ავრცელებს, რომელსაც factnews.ge უცვლელად გთავაზობთ.

მთელი საქართველოს გასაგონად ვაცხადებ, რომ ვარ ეროვნული მოძრაობიდან. ზვიადის, მერაბის, ზურაბ ჭავჭავაძის მეგობარი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 2000 წლიდან, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი 1996 წლიდან, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთის ომისა და 9 აპრილის მონაწილე, სამხარეო (სამეგრელო ზემო-სვანეთის) გაზეთ ,,მრწამსი“-ს მთავარი რედაქტორი, სამოდელო სააგენტო ,,GOLDEN BRENDI“-სა და ,, ბოდი არტ ჯორჯიას “ გენერალური დირექტორი, 20 ათასამდე პუბლიკაციის ავტორი. 40 წელი ვიმუშავე თბილისში სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობაზე. ვარ 10 წიგნის ავტორი. საქართველოს მწერალთა კავშირის რეკომენდაციით (თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი) 2014 წელს უნდა დავნიშნულვიყავი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუტურის სამსახურის უფროსად, მაგრამ მაშინდელმა გამგებელმა გოჩა დგებუაძემ ანგარებით, ტიტე და ავთო ბესელიების ჩარევით, დანიშნა ვასიკო ბესელია, რომელიც 9 წელი ემსახურებოდა ნაციონალებს და იყო სოფელ ნოსირის გამგებელი და შემდგომ ,,ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი. ამ წლების მანძილზე მაღალი ხელფასი და ყანწი ხელიდან არ გაუშვია. ახლა კი, როცა სენაკის მერმა ბატონმა ლევან კუპრეიშვილმა გააკეთა ოპტიმიზაცია, ვასილს გული ეტკინა, რადგან ის მოხვდა შემცირებაში. თუმცა ის მერმა დაიბარა და შესთავაზა სხვა სამსახური. მან კი, ეს არ იკადრა. სულ ორი წიგნის ავტორია ვასილ ბესელია, ორი წელია მწერალთა კავშირში შევიდა და ქვეყანა შეყარა, ახლა სარგებლობს თავისი მეზობლის ზაურ ნაჭყებიას გულუპყვრილობით, რადგან ბესელიობამ ვერ უშველა.ქ-ნი ეკა ბესელია საერთოდ არ ერევა მის საქმეში. რაც შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილის, ის არის სამართლიანი, ენერგიული და მცოდნე ახალგაზრდა, რომელსაც მუდამ დავუდგები გვერდით.  ვასილ ბესელია ყველას ლანძრავს უშვერი სიტვებით, ეს მისი სტილია, ის არის ამპიციური და ზედმეტად თავდაჯერებული. დღესაც საკითხავია რა კრიტერიუმით დანიშნა ის სენაკის ყოფილმა გამგებელმა გოჩა დგებუაძემ თავის დროზე სენაკის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად? მით უფრო, მაშინ გოჩა დგებუაძემ ყური არ ათხოვა ჩემს რეკომენდაციას მწერალთა კავშირიდან. ხომ არ იყო მაშინ, ვასილ ბესელიას დანიშვნის მიზეზი ნეპოტიზმი. თქვენ გეკითხებით ქართველებო?!

Leave A Reply

Your email address will not be published.