Just another WordPress site

ეკა ბესელია ქართული ოცნებიდან არ წავა

0 1,092

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ის და მისი მხარდამჭერები თავად არიან სხვების მასპინძლები და ახლა გუნდიდან წასვლის დრო არ არის. ბესელიამ ეს განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადების საპაუსხოდ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ვისაც გუნდიდან წასვლა უნდა, კარი ღიაა.

ბესელია ფიქრობს, რომ ის და მისი მხარდამჭერები თავად არიან სხვების მასპინძლები. ის თანაგუნდელებს მიმართავს, რომ მათი განცხადებები დატუქსვას უფრო ჰგავს და ურჩევს, “მშობლის როლიდან გამოვიდნენ”.

“ვგავართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, ზრდასრული ადამიანები ვართ, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს? არა მგონია, რომ ასეთ შთაბეჭდილებას რომელიმე ჩვენგანი ტოვებდეს. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ამ მშობლის როლიდან გამოვიდეს. თქვენ მოისმინეთ კომენტარები, თავად გააკეთეთ შეფასება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც მე მგონია, რომ ესეც მშობლის როლია. არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი, მეგობრებო, ერთმანეთს ველაპარაკოთ ზრდასრულის პოზიციიდან“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის გუნდის დატოვებას აპირებს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია“.

Leave A Reply

Your email address will not be published.