Just another WordPress site

გიორგი გახარია და ახალ მთავრობა პარლამენტმა დაამტკიცა

0 1,046

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერი გახდა

დღეს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ბოლო ეტაპი გაიმართა. პარლამენტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

98 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი-პარლამენტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ახალი მთავრობის ფორმირების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა იყო წარდგენილი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ბატიაშვილის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკა ტიკარაძის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანის, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ქეთევან ციხელაშვილის კანდიდატურა.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა.

იოსებ კავკავაშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.