Just another WordPress site

ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა

0 147

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ერთიანობა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა “ქართული ოცნება”, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.

ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია გუნდისთვის მისი დამაარსებლისთვის ბატონი ბიძინას ფაქტორი. მინდა გითხრათ, პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით, მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინამ თანხმობა განაცხადა”,-აღნიშნა პრემიერ

Leave A Reply

Your email address will not be published.