Just another WordPress site

ანგელა მერკელი: ეს არის ოკუპაცია და უხეში უსამართლობა

0 154

ანგელა მერკელი საქართველოში იმყოფება. ევროპის ერთერთი გავლენიანი პოლიტიკოსი ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხხხხა .  შეხვედრის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელი ოკუპირებული ტერიტორიების მოსანახულებლად სოფელ ოძისში გაემგზავრა.

“მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად,” – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს თსუ-ში სტუდენტებთან  გამართული  შეხვედრისას ერთ-ერთი სტუდენტის კითხვის პასუხად განაცხადა.

სტუდენტმა მას მიმართა, რომ გუშინ მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უწოდა “დიდი უსამართლობა”, მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია სიტყვა “ოკუპაცია”.

ანგელა მერკელმა კი მას კითხვა არ დაამთავრებინა და განაცხადა, “მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად”.

მის ამ განცხადებაზე კი დარბაზში ტაში დაუკრეს.

“გუშინ მე ვსაუბრობდი უკრაინულ საზღვრებზე და აპრიორი მოიაზრება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი,” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.