Just another WordPress site

ალექსანდრე ბარამიძე: სახელმწიფო პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლას არ კრძალავს

0 1,036

დღეს, 30 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერული იდენტობის დოკუმენტში ასახვაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია კომპეტენცია, რომ ცალკე აღებული პასუხი გასცეს ამ საკითხს:

“ესაა ისეთი თემა, რომელიც საჭიროებს ფართო კონსულტაციებსა და შეთანხმებას, ცალკეულ უწყებებს შორის. ბუნებრივია, ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ”.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, ტრანსგენდერი პირებისთვის სახელმწიფოს და არასახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაცემულ ყველა ძირითად დოკუმენტში უნდა დაინერგოს მათი გენდერული იდენტობის ასახვის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული პროცედურა მკაფიოდ იყოს გამიჯნული სამედიცინო ტრანზიციის პროცესისგან.

საქართველოს კანონმდებლობა პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლას არ კრძალავს. სახელმწიფო მოითხოვს სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელ საბუთს, რაც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დიდ ფინანსებთან და სტერილიზაციის რისკთანაა დაკავშირებული. ამასთან, აღნიშნული ოპერაცია საქართველოში არ კეთდება.

ამ თემაზე არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოში. ტრანსგენდერ ქალებს მიაჩნიათ, რომ პირადობის მოწმობაში მათი იდენტობისგან განსხვავებული სქესის მითითება მათ უფლებებს არღვევს.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.