Just another WordPress site

რუსი მსახიობი პაველ ბარშაკი ბათუმში მუსიკალური ფესტივალის სპეციალური სტუმარი იქნება

0 347

ბათუმი საერათაშორისო მუსიკალური ფესტივალისთვის ემზადება 25 აგვისტოდან ბათუმს მსოფლიოს 14 ქვეყნის ახალგაზრდა მომღერალი ესტუმრება, პროექტის იდეის ავტორი ჟურნალისტი და პროდიუსერი ნინო შალამბერიძე გახლავთ.

ორგანიზებას კი ინტერნაციონალ ჯორჯია და დისქავერ სილქ როუდ სტარი უწევს. ფესტივალზე თოთხმეტი ქვეყნის ნაციონალური სიმღერა შესრულდება. ფესტივალს ეყოლება საერთაშორისო ჟიური, რომელიც ფესტივალის ლაურეანტებს გამოავლენს.  ფესტივალი აგრეთვე სულ ცოტა ხნის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულ ქართველ მომღერალს ავთო აბესლამიძეს მიულოცავს გამარჯვებას. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 14 ქვეყნის ტელევიზიაც ესტუმრება. ფესტივალს მხარდაჭერა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად თურქული ბრენდ უბერის საქართველოს წარმომადგენელმა ნონა გოგლიჩაძემაც გამოუცხადა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ნ.კვანტალიანის სისხლის ბანკი, მეიქაფ სტუდიო ინ სთაილი,  მანანა კოლექციონი, სასტუმრო ველმონდი,  ჟურნალი თქვენი სახე და ონლაინ პლატფორმა factnews.ge.

ფესტივალის სპეციალური სტუმარი და ჟიურის წევრი კი ცნობილი რუსი მსახიობი პაველ ბარშაკი იქნება.

Leave A Reply

Your email address will not be published.