Just another WordPress site

რეგიონ მოდის კვირეულის დახურვის დღე თბილისში შედგება – როგორი იყო კვირეულის ორი დრე გორში

0 9,727

როგორ ჩაიარა REGION FASHION WEEK -ის ორმა დღემ

20 ივლის ქალაქ გორმა მოდური ღონისძების რგიონ მოდის კვირეულის გახსნის  ცერემონიას უმასპინძლა, ერთი დღით გორის ახალ რეაბილიტირებული  გოგებაშვილის  ქუჩა პოდიუმად გადაკეთდა და ბაიერების, მოდის კრიტიკოსების, ჟურნალისტების, მოდის ინდუსტრიის საერთაშორისო სტუმრების ინტერესის ქვეშ მოიქცა, სტუმრები თბილისიდან და ევროპის ოთხი ქვეყნის დედაქალაქიდან გახლდნენ მოწვეული.  კვირეულის პირველ დღეს დიზაინერების ნათია თხელიძის, ნინო ქარქუსაშვილის, სოფიო ტუაევის, მარიამ პაპიტაშვილის, ბაქოელი სონია ქასიმოვას ლუქების ჩვენებებს დაეთმო. მიწვეულ სტურებს  აგრეთვე საშუალება ქონდათ აქსესუარების დიზაინერის ნათია ჯოხაძის სამკაულების გამოფენაც დაეთვალიერებინათ.  მოგეხსენებათ კვირეული არა ოკუპაციას ეძღვნებოდა და დიზაინერებმა თითო ლუქი ამ მოტივებზე სპეციალურად შექმნეს, რომელიც უჩვენეს. მოდურ ღონისძიებას უხოელ სტუმრებთან ერთად ქალაქ გორის მერი, მერის მოადგილე გორის საკრებულოს თავჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესრებოდნენ, კვირეულის პირელი დღე მუსიკალურად მარი ემმა, პაატა თედიაშვილმა, ელლა დევლახმა დდა ქრისტინე კაპანაძემ გააფორმეს. კვირეულის პირველი დღე კი მსახიობ საბა უგრეხელიძეს მიყავდა

ორგანიზატორებმა  მოდის კვირეულის მეორე დღე საბავშვო ლუქების ჩვენებას დაუთმეს, რომელიც გორის ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში გამართეს და სამი პატარა დიზაინერის , ანანო კახიძის, მარი შოშიაშვილის და მარიამ გიგაურის, ასევე  განგა ფეშენ ჰაუსის ხელმძღვანელის  ქრისტინე კაპანაძის კოლექციები უჩვენეს. საბავშვო დღის ექსკლუზიური პარტნიორი კი გასართობი ცენტრი ქინდს ლენდი გახლდათ.

თეატრის ფოიეში კი დიზაინერ და ხელოვან ლიზი მამულაშვილის და მხატვარ ლაშა არსენიძის ნახატების  გამოფენა მოეწყო. 

ფესტივალის მხარდამჭერი გორის მერია გახლდათ, მოდელების და სტუმრების მოდურ ვარცხნილობაზე და მაკიაჟზე კი  სილამაზის და ესთეთიკის სალონების ქსელი გოლდი ზრუნავდა, ხოლო უცხოელ სტუმრებს კი  სასტუმრო როიალ ჰაუსი და რესტორანი ატენი მასპინძლობდა. კვირეულის ფარგლებში ქართველ და უცხოელ სტუმრებს კი ღვინის მარან შატო ატენში ქართული ღვინის პრეზენტაცია ჩაუტარეს, რომელიც დააგემოვნეს კიდევაც. კვირეულს სარეკლამო უზრუნველყოფას სარეკლამო კომპანია მეგა სერვისი უწევდა. გრანდიოზული ტორტი კი ეთოს ნამცხვრის სახლის მიერ იყო დამზადებული. გრანდიოზული ბანკეტი კი რესტორან მზიურში გაიმართა.

ლიკები სამოდელო სააგენტო გოლდენ ბრენდის და სამოდელო სააგენტო ნიუ მოდელსის მოდელებმა წარმოადგინეს.

ფესტივალის დახურვის დღე კი ქალაქ თბილისში გაიმართება, რომელშიც 6 დიზაინერი მიიღებს მონაილეობას მათ შორის გორელი ლიზი მამულაშვილი. კვირეულის ორგანიზატორები იოსებ კავკავაშვილი და ინგა სიორიძე არიან.

მოწვეულმა სტუმრებმა კვირეულის ორი დღე დადებითად შეაფასეს, რამოდენიმე დიზაინერის ლუქები კი გერმანიაში უკვე წავიდა, რომელიც მაკოვსკი არტ ფეშენ გალერიაში ბერლინში სამი დღის განმავლობაში გამოიფინება.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.