Just another WordPress site

რატომ თქვა უარი ეკა მგალობლიშვილმა სილამაზის საერთაშორისო კონკურსის ჟიურიზე, რომელიც წელს ტაილანდში იმართება – ჩემი შვილი საქართველოში ძალიან იჩაგრება

0 1,147

სილამაზის და მოდის საერთაშორისო კონკურსების ნაციონალური დირექტორი საქართველოში, ამ სტატუსით იცნობენ ეკა მგალობლიშვილს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომელიც ერთ ერთ გამორჩეულ სამოდელო სააგენტო ,,კატრინს”  ხელმძღვანელობს. ეკა მგალობლიშვილი საქართველოში წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო დონის კონკურსებს რომლებიც გახლავთ  მსოფლიო ლიცენზირებული სილამაზის კონკურსები  “Miss & Mister Planet”, “Best Model of the World”,  “Miss Model of the World”-, “Best Global Model of the Year”,  “Future Fashion Faces World”,  “Miss International Tourism”,  პატარა მის და მისტერ მსოფლიო, პატარა მის და მისტერ პლანეტა მსოფლიო, და მის მსოფლიო თინეიჯერი. ამის გარდა ეკა მგალობლიშვილი ასევე ნაციონალური დირექტორია და საქართველოს წარადგენს ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო საბავშო სილამაზის და ტალანტის კონკურსზე როგორიცაა Prince & Princess international  – ი.  წელს ეს კონკურსი ტაილანდში გაიმართება რომწლშიც 70 ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას და მათ შორის საქართველოც. საქართველოდან აღნიშნულ კონკურსზე სამოდელო სააგენტოს პატარა მოდელები  ანასტასია ბაკურაძე 7 წლის, ნიკოლოზ ბერძენიშვილი 8 წლის და  14 წლის ანა ქარდავა წარდგებიან. მოგეხსენებათ ეკა მგალობლიშვილს მინიჭებული აქვს საერთაშორისო ჟიურის სტატუსი თუმცა წელს ტაილანდში გამართულ ფინალზე,  რომელიც 25 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ჩატარდება იგი ჟიურის სტატუსით კონკურსზე არ გახლავთ წარმოდგენილი.  Factnews.ge ამ და ამ სფეროში სხვა საინტერესო საკითხებზე ქალბატონ ეკას ესაუბრა.

ეკა თქვენ ფლობთ საერთაშორისო კონკურსების ლიცენზიებს საქართველოში და ასევე გაქვთ საერთაშორისო ჟიურის სტატუსიც, პრინც და პრინცესა ინტერანციონალის ჟიურის წევრობაზე რატომ თქვით უარი?

2014 წელს და 2015 წელს მსოფლიო სამოდელო კონკურსებზე ,, პატარა მის და მისტერ პლანეტა,, ,, მსოფლიოს საუკეთესო მოდელი და ტალანტი,, ნაციონალურმა დირექტორებმა გადავწყვიტეთ საკუთარი შვილებიც გაგვეყვანა, სადაც ანასტასიამ 50 ქვეყანას შორის გაიმარჯვა. ეს სამი წელი არ მიუღია მსოფლიო კონკურსზე მონაწილეობა, მხოლოდ საბავშვო საერთაშორისო ჟიურში გახლდათ მიწვეული, აგრეთვე მსოფლიო ბავშვთა Fashion week- ზე მიიღო მონაწილეობა, თავისი სურვილი იყო რომ ისევ გასულიყო მსოფლიო კონკურსზე საქართველოს სახელით, ჩემი შვილი ამ სფეროში საქართველოში ,,იჩაგრება,, რადგან მე ვარ ორგანიზატორი და არ მიმაჩნია სწორად რომ ჩემი შვილი გავიდეს ჩემს მიერ ჩატარებულ კონკურსზე, ამიტომ წელს რაგდან ტაილანდში 70 ქვეყანას შორის გადის გადავწვიტე ჟიურში მე არ დავჯდე, საქართველოდანაც ანასტასიას ასაკობრივ კატეგორიაში ამ ეტაპზე არ მიმყავს არავინ. მე უფროსი შვილი მყავს თათული, ის 25 წლის არის, ძალიან ლამაზია და პარამეტრები 90-60-90 ზე აქვს, მაგრამ 1,69 არის სიმაღლეში და არასოდეს არ გამიყვანია არცერთ კონკურსზე. რადგან უფროსი თაობის მოდელი მსოფლიო კონკურსზე 1, 75 იდან ზემოთ უნდა იყოს, რომ გამარჯვება ან განსაკუთრებული ნომინაცია ჩამოვიტანოთ. ხოლო ანასტასიას რაც შეეხება მღერის, ცეკვავს, საუბრობს ინგლისურად და რუსულად, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში.

მის და მისტერ პლანეტა საქართველოს ფინალზეც რომ გვითხრათ , რომელიც 21 ივლის გაიმართება წელს სულ რამდენი კონკურსანტი იბრძოლებს ტიტულისთვი , რომელიც მსოფლიო ფინალზეც წარსდგება?

2. უკვე მეოთხე წელია ჩემი ხელმძღვანელობით საწართველოში მსოფლიო სილამაზის კონკურსის ფინალი ,,მის და მისტერ პლანეტა ,, ტარდება, სადაც 30-35 ქვეყნის გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიურის თანხლებით მასპინძლობს საქართველო. მსოფლიო ლიცენზირებული სილამაზის კონკურსი “Miss & Mister Planet- Georgia” – 2018 გაიმართება ბათუმში, 21 ივლისს, 21:00 საათზე სასტუმრო ,,WELMOND,, – ში. კონკურსს მუსიკალურად გაფორმებენ: ნინი შერმადინი და მარკუს მეტრეველი. წამყვანები: ეკა მგალობლიშვილი და გიგა ბატკუაშვილი. გოგონების ჩაცმულობაზე ზრუნავს მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი,,Patuna,, ხოლო ვაჟების- ,,Marcus Metreveli,, Tatana; კონკურსანტების ვარცხნილობაზე და მეიქაფზე იზრუნებს სილამაზის სალინი ,,სოფიე,, რომელიც ბათუმში მდებარეობს, ხოლო წამყვანების და ჟიურის წევრების ,,Tazo,, – სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი – სამოდელო სააგენტო ,,კატრინი,, გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სილამაზის და სამოდელო კონკურსებში: “Miss & Mister Planet”-2018( გაიმართება საქართველოში 25-30 სექტემბერი) “Best Model of the World”- 2018 ( საფრანგეთი) “Miss Model of the World”- 2018 ( ჩინეთი) “Best Global Model of the Year” -2018 ( პოტუგალია) “Future Fashion Faces World”- 2018 (თურქეთი) “Miss International Tourism”- 2019 ( ბულგარეთი) World licensed beauty contest “Miss & Mister Planet – Georgia” -2018 will take place in Batumi,l “Wellmond” hotel, July 21st, at 9pm.The musical performances will be provided by Nini Shermadini and Marcus Metreveli. Hosts : Eka Mgaloblishvili and Giga Batkuashvili. The dress for girls is provided by world known designer “Patuna” and for boys by “Marcus Metreveli” The organizer of an event – Model Agency Katrini. The winners represent Georgia to several international modeling and beauty contests : “Miss & Mister Planet” – 2018 (25-30 September, Georgia) “Best Model of the World” -2018 (France) “Miss Model of the World” – 2018 (China) “Best Global Model of the Year “-2018 (Portugal) “Future Fashion Faces World”-2018 (Turkey) “Miss International Tourism “-2019 (Bulgaria)
ეკა საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოში მოქმედ სილამაზის კონკურსებზე უნდა ტარდებოდეს ამ მასშტაბით ამდენი კონკურსი?

ამ კითხვაზე პირიქით დაგისვამთ შეკითხვას: ,, თუ ყველას შეუძლია, რაც მოაფიქრდება ის ჩაატაროს, მაშ მსოფლიო ლიცენზიები რა საჭიროა? მესმის ჩაატარო შენი სტუდიის ან სააგენტოს სახელობის კონკურსი, მაგრამ ქალაქის ან ქვეყნის სახელობითს რომ ატარებენ, რის საფუძველზე?


პრინც და პრინცესა ინტერნაციონალს აქვს რაიმე კავშირი მის და მისტერ პრინცესასთან რომელიც ერთ ერთმა სააგენტომ ჩაატარა გასულ წელს? და მათ იცოდდნენ თუ არა რომ ამ კონკურსის საქართველოში ჩატარების ლიცენზიას თქვენ ფლობთ…

თქვენ თავად ნახეთ რომ ლიცენზია მე ეკა მგალობლიშვილს მაქვს, პირველად მესმის, არანაირი კავშირი ჩემთან არ აქვს. მე მაქვს მსოფლიო ლიცენზიები სხადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში , სხვადასხვა სამოდელო, სილამაზის კონკურსების და ფესტივალების, გარდა იმისა, რომ ჩემი სივი და საქმიანობა მსოფლიოს ამ კონკურსების საბჭოსთვის მისაღებია, ყოველწლიურად ლიცენზიის თანხას ვიხდი. მე მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ადამუანებს რომლებსაც შრომა უნდათ, მათ შეუძლიათ დამიკავშირდნენ, გაიარონ ჩემთან კონსულტაცია, დავნიშნავ ამა და ამ კონკურსის რეგიონალურ დირექტორად და შეუძლიათ შემდეგ ჩაატარონ. მე არავის არ ,,ვბლოკავ,, – პირიქით. ნებისმიერ კონკურსზე – გადის საქართველო და პირიქით ღირსეული კანდიდატს ამ სფეროში ყოველთვის მივესალმები. მე ძირითად , ჩემი უამრავი ლიცენზიების გამო საზღვარგარეთ მიწევს ყოფნა. პირიქით ძლიერი და გამიცდილი კადრების დამატება უკეთესია.

დამეთანხმებით ალბათ, რომ საქართველოში ეს სფერო უკონტროლო გახდა, თქვენი აზრით ვისი პრეროგატივაა ამ სფეროში სტანდარტების განსაზღვრა და მონიტორინგი?

შევქმნათ ,,სილამაზის და მოდის კონკურსების დეპარტამენტი,,. ჩემს მიერ ჩატარებული კონკურსების ძირითადი მიზანია ჩემი ქვეყნის პოპულარიზაცია. რასაც ვფიქრობ მივაღწიე, წელიწადშ 4 ჯერ სხვადასხვა პროექტის ფარგკებში 30-45 ქვეყანა რომ ჩამოდის ბუნებრივია მოსწონთ, ეს არის მარტო ჩემი დამსახურება, თითოეულ ქართველს მინდა მადლობა გადაგიხადოთ.

ავტორი: სოსო კავკავაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.