Just another WordPress site

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2018 ის ჯილდოს მიიღებს

0 261

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2018 ივნისის თვის დასაწყისში სტარტს აიღებს პირველი გახსნითი ღონისძიებით. სადაც ირგანიზატორები და მედიის წარმომადგენლები ,,პერსონა 2018″ ნომინანტებს თავისუფალ გარემოში უმასპინძლებენ. შეგახსენებთ , რომ სპეციალურმა ბორდმა ტრადიციულად 50 წარმატებული ადამიანი უნდა გამოავლინოს.  მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ყველას უყვარს იგი 86 წლის გახლავთ და დღემდე სცენაზეა. ეს არაჩვეულებრივი პიროვნება და ლეგენდარული მსახიობი პერსონა 2018 ზე კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯიკდოვდება. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ ათეულ სპექტაკლსა და ოცზე მეტ მხატვრულ ფილმში. თეატრში განსახიერებული როლები: წიწოლა(“ბახტრიონი”), ბატონი გიორგი(“მზიანი ღამე”), არჩილ ფორია(“გვადი ბიგვა”), ფირუზა(“მეტეხის ჩრდილში”), ვაჭარი ტყუილ კოტრიანცი (“ხანუმა”), ლავრენტი და მამამთილი(“კავკასიური ცარცის წრე”), I ღმერთი(“სეჩუანელი კეთილი ადამიანი”), II ალქაჯი (“მაკბეტი”) და სხვ.. გადაღებულია ფილმებში: “ჩემი მეგობარი ნოდარი”(1968), “კარდაკარ”(1960), “ფეოლა” (1970), “ვინ არის დამნაშავე”, “კაპიტნები”(1974) და სხვ. ქართული კინოსა და  თეატრისა მსახიობი. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 – იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
  • 2009 – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 2007 – იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი”იპო”
  • 1998 – ღირსების ორდენი
  • 1980 – საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 – სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1967 – საქართველოს დამსახურებული არტისტი

Leave A Reply

Your email address will not be published.