Just another WordPress site

ირაკლი მესხი რეგიონში ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

0 2,648

 

 

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2018 13 დეკემბერს კულტურის ცენტრ თბილისი არტ ჰოლში გაიმართება, პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ბორდმა სულ 50 ადამიანი შეარჩია მთელი საქართველოდან, რომელთა შორის გახლავთ ახალგაზრდა ბიზნესმენი ირაკლი მესხი. ირაკლი მესხს პერსონა 2018 ის ტიტული რეგიონში ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.  ირაკლი მესხის ავტობიოგრაფია კი ასე გამოიყურებაა: 2005 წელს წარმატებით დაასრულა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობა და მიენიჭა ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2007 წელს წარმატებით დაასრულა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ეკონომიკური თეორიის სპეციალობა და მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.2007 წელს დაასრულა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, სახელმწიფო ადმინისტრირების სრული კურსი.

  • წელს დაასრულა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა.

2010 წელს დაასრულა ევროსაბჭოში საზაფხულო უნივერსიტეტის, პოლიტიკური სწავლების სკოლა.

2017 წელს დაასრულა ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ”SUBWAY”-ს უნივერსიტეტის, ფრანჩიზას მართვის კურსი, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ კემბრიჯში.

2017 წელს მან წარმატებით დაასრულა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

01.04.2006–01.05.2006 წლის განმავლობაში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური განვითარების განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

01.05.2006 – 10.04.2007 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

2008-2009 წლებში მუშაობდა სსიპ ,,ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’-ს ადმინისტრაციის, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.

2008-2012 წლებში მუშაობდა შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო’’-ს ფინანსური ანალიზისა და შესყიდვების სამსახურის უფროსად.

2010 წლის 15 სექტემბრიდან 2011 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა შპს ,,ქ. ბათუმის №1 საავადმყოფო’’-ს ფინანსურ მენეჯერად.

2012 წლის 01 თებერვლი ამავე წლის 01 ივნისამდე მუშაობდა ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერად.

2012 წლის 7 მაისიდან, ამავე წლის 16 ივლისამდე მუშაობდა სსიპ ,,სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის’’ – მარკეტინგის მენეჯერად.

2012 წლის 16 ივლისიდან 2017 წლის 1 მარტამდე მუშაობდა, სსიპ ,,სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის’’- შეყიდვებისა და შემოსავლების  სამმართველოს უფროსად.

2015-2016 წლებში იყო სსიპ ,,სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის’’, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე მოწვეული მასწავლებელი.

2014 წლიდან დღემდე კი, იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნეისის ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტში მოწვეული მასწავლებელია.

2017 წლის 28 თებერვლიდან დღემდე, მუშაობს საბვეი ბათუმის კომპანიის (შპს ,,ვესტ საბ კომპანი’’) დირექტორად.

ირაკლი მესხმა გაიარა შემდეგი ტრენინგ კურსები:

  1. ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის საქართველოს ოფისის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი ,,კორუფციისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის თეორია და პრაქტიკა”;
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური განათლებისა და განვითარების საქართველოს ცენტრის მიერ, ორგანიზებული საერთაშორისო სემინარი, თემაზე – სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგია;
  3. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის – ბიზნეს სკოლისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული – ბიზნესის  ინტეგრირებული მართვის კურსი;
  4. საქართველოს ტექნიკური უნივესრსიტეტის, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის, საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტის ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული, ტრენინგი პროფესორ-მასწავლებელებისათვის ,,ეფექტური კომუნიკაცია პროფესორსა და სტუდენტს შორის”;
  5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის ბიზნეს ინკუპატორისა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგ კურისი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
  6. ილიას სახელმწიოფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მიერ ჩატარებული ტრენინგი ,,ინოვაციების მენეჯემენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები“;
  7. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრა“-ს მიერ, ჩატარებული საზაფხულო სკოლის ტრენინგ კურსი ,,ეტიკეტში“;
  8. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ორგანიზებული ტრენინგ კურსი – ტრენერების ტრენინგი;
  9. ორგანიზაცია ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერის მიერ, ორგანიზებული ტრენიგ კურსი საპროექტო განაცხადის მომზადება;
  10. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, ორგანიზებული სასწავლო მოდული: ,,სახელმწიფო შესყიდვების კურსი“;
  11. ევროპის ბიზნეს სკოლის მიერ, ორგანიზებული სემინარი – ლიდერობა და მართვა;
  12. ევროპის ბიზნეს სკოლის მიერ, ორგანიზებული სემინარი – როგორ გავზარდოთ გაყიდვები;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო სტატია.

 

ირაკლი მესხი ქალაქ ბათუმში ხელმძღვანელობს მის მიერვე დაარსებულ კომპანიას .

შპს ,,ვესტ საბ კომპანი’’ დაფუძნდა 2017 წლის 28 თებერვალს და ამავე წლის 12 ივნისს, ქალაქ ბათუმში, ზურაბ გორგილაძის №88–ში ოპერირება დაიწყო, მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის – “საბვეი”-ს რესტორნმა. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის EU4Business ინიციატივის მხარდაჭერით.

“საბვეის” რესტორანი მომხმარებლებს ახლად მომზადებულ, უგემრიელეს სედნივჩებს, სალათებს და ორცხობილებს სთავაზობს. “საბვეი”-ს სენდვიჩები ყოველდღიურად, ადგილზე გამომცხვარი პურის რამდენიმე სახეობით, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით და ახლად დაჭრილი ბოსტნეულის გამოიყენებით მზადდება. სენდვიჩების და სალათების მომზადება უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ და მისი გემოვნებით ხდება. რესტორანში წარმოდგენილია ყავისა და გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი.

ბათუმში საბვეის რესტორნის გახსნისათვის ჯამში 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიცია განახორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 20-მდე ადამიანი, ძირითადად კი სტუდენტებია დასაქმებული.

“საბვეის” ბრენდი, აშშ-ში 1965 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს. დღეისათვის “საბვეი” ყველაზე მზარდი გლობალური ფრენჩაიზია და მისი ქსელი 113 ქვეყანაში, 45000-მდე რესტორანს ითვლის.

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.